საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 20-22 სექტემბერს ხევსურეთში ფოტოტური მოეწყო, რაც ადმინისტრაციის ფოტობანკის გამდიდრებას და რეგიონის პოპულარიზაციას ემსახურება. ღონისძიების ფარგლებში გამოცდილი გიდის თანმხლებით მონაწილეებმა მოინახულეს ხევსურეთის სოფლები, გაეცნენ ადგილობრივ ბუნებას, კულტურას მათ ადათ-წესებს და ყოველივე ეს აღბეჭდეს ფოტოზე. ტურის განმვალობაში მონაწილეებმისთვის ფოტოგრაფიის მასტერკლასები ჩაატარა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციამ.