7 თებერვალს, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო ფოტოკონკურს "ნარიყალა 2019"-ის საზეიმო დახურვა. გამოიფინა ნომინირებული ფოტოები და დაჯილდოვდა ქართველი ავტორები. ფოტოკონკურსი ჩატარდა საერთაშორისო ფოტოგრაფიული ორგანიზაციების: FIAP, PSA, GPU, UPA და APG პატრონაჟებით. დაწესებული იყო 158 ჯილდო. კონკურსში მონაწილობდა 69 ქვეყნის 478 ავტორის 7077 ფოტო.
7 თებერვალს. 19 საათზე გიწვევთ საერთაშორისო ფოტოკონკურსის ”ნარიყალა 2019” საუკეთესო ფოტოების გამოფენა-დაჯილდოვების ცერემონიაზე, რომელიც საქრთველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება. ფოტოკონკურსი ჩატარდა საერთაშორისო ფოტოგრაფიული ორგანიზაციების: FIAP, PSA, GPU, UPA და APG პატრონაჟებით. დაწესებული იყო 158 ჯილდო. კონკურსში მონაწილობდა 69 ქვეყნის 478 ავტორის 7077 ფოტო. გამარჯვებულთა შორისაა 5 ქართველი ფოტოგრაფი.
ფოტოკონკურსის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
მისამართი: თბილისი, ალექსიძის 1-4 (სპორტის სასახლესტან, ყოფ. აკადემქალაქი)
პატივისცემით,
ფოტოლაიფ კლუბი და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია