გაინტერესებთ ფოტოგრაფია? 14 ვიდეოგაკვეთილისგან შედგენილი სასწავლო კურსი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ის აუცილებელი ცოდნა, რაც ტექნიკურად გამართულ და ესთეტიკურად დახვეწილ, საინტერესო ფოტოკადრს სჭირდება. ეს ინფორმაცია მოცემულია მარტივ, ყველასთვის გასაგებ და პოპულარულ ენაზე. ქართულენოვანი ვიდეოგაკვეთილების ხანგრძლივობა 6 საათს და 40 წუთს შეადგენს. არანაირი თარგმანი და უცხოური კონტენტი - მასალა მთლიანად შემუშავებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ფოტოგრაფიის ექსპერტ ქართველ ავტორთა მიერ (კახა ფხაკაძე, მზია ლეკვეიშვილი, ნინო მღებრიშვილი). ვიდეოგაკვეთილები გაფორმებულია მრავალრიცხოვეანი თვალსაჩინოებით: ორიგინალური ფლეშანიმაციებით, ნახაზებით და საილუსტრაციო ფოტომასალით.
ყურადღება: პროდუქტი შეიცავს საავტორო უფლებებით დაცულ კონტენტს და განკუთვნილია ინდივიდუალური მოხმარებისთვის. ვიდეოდისკის თითოეული ეგზემპლარი დაცულია სპეციალური დაცვის 6-დონიანი სისტემით. კურსის გასააქტიურებლად საჭიროა, პროგრამის შესაბამის ველში ერთჯერადად მიუთითოთ ინდივიდუალური სერიული ნომერი (მოჰყვება დისკს), რომელიც ინდენტიფიცირებულია დაცვის სისტემის ერთიან ბაზაში და კონტროლდება ადმინისტრატორის მიერ. დისკის ერთი ეგზემპლარის გაქტიურება შესაძლებელია მხოლოდ 3 დამოუკიდებელ მოწყობილობაზე.
|
|
როგორ შევიძინოთ ვიდეოდისკი
ვიდეოდისკის ფასი შეადგენს 300 ლარს, საქრთველოს მასშტაბით ადგილზე მიტანა უფასოა. შეძენა შესაძლებელია
1. საბანკო გადარიცხვით. შემძენმა ფოსტაზე apggeorgia@gmail.com უნდა გამოაგზავნოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი და გვარი, ელ-ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. გადახდა შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით. საბანკო რეკვიზიტები გამოგეგზავნებათ ემაილზე.
ომყიდველისთვის ვიდეოდისკის მიწოდება ხორციელდება სპეცილური ბმულის დაშუალებით. შეძენის დეტალების დასაზუსტებლად დარეკეთ +995 599028530
2. უცხოეთიდან დისკის შეძენის მსურველებისთვის გადახდა შესაძლებელია PayPal მეშვეობით PayPal მისამართზე გადახდით: internationalphotosalons@gmail.com შესაბამისი კურსით. გთხოვთ ემაილზე apggeorgia@gmail.com მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი და ქვეყანა, სადაც იმყოფებით. ემაილზე მიიღებთ ელექტრონულ ინვოისს და შეძლებთ, საბანკო ბარათით გადაიხადოთ დისკის საფასური აშშ დოლარში ან ევროში საქართველოს ეროვნული ბანკის მიმდინარე კურსის ეკვივალენტით.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვმართეთ ონლაინ დახმარების საშუალებით ან მოგვწერეთ ფოსტაზე apggeorgia@gmail.com