რესურსზე არსებობს წესები, რომლის დაცვა სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის. წესები მუშავდება სფა-ს წესდების შესაბამისად. მოცემულ ეტაპზე მოქმედებს შემდეგი რეგლამენტი:
1. რეგისტრაციისას აუცილებელია მომხმარებელმა დააფიქსიროს სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემი, რადგან საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მასთან კონტაქტი;
2. ამ მოთხოვნის იგნორირების შემთხვევაში, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში.
3. აკრძალულია არაფოტოგრაფიული თემების გახსნა, უცენზურო ლექსიკის გამოყენება, შოვინისტური, ფაშისტური და სხვა ძალმომრეობითი მოწოდებები, პორნოგრაფიული ფოტოების გამოქვეყნება და სხვა ანალოგიური ხასიათის გამოსახულებების განთავსება.
4. პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელი ხდება ხელმომწერი (საბსკრაიბერი) და სარგებლობს შესაბამისი სერვისით.
5. ხელმომწერი ფოტოგრაფის შესაბამის სტატუსს (პროფესიონალი, მოყვარული) მიიღებს მხოლოდ სფა-ში გაწევრიანების შემდეგ.
6. პროფესიონალ ფოტოგრაფთა ჯგუფის წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გალერეაში განათავსოს, გაარედაქტიროს და წაშალოს 80 ფოტო, თითოეული არაუმეტეს 500 კბ - ზომით, ფერის პროფილი - sRGB, ფორმატი - JPG, ფოტოს ზომებია: განში - 800x1000 პიქსელი, სიმაღლეში - 500x700 პიქსელი.
7. მოყვარულ ფოტოგრაფთა ჯგუფის წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გალერეაში განათავსოს, გაარედაქტიროს და წაშალოს 50 ფოტო, თითოეული არაუმეტეს 500 კბ - ზომით, ფერის პროფილი - sRGB, ფორმატი - JPG, ფოტოს ზომებია: განში - 800-1000 პიქსელი, სიმაღლეში - 500-700 პიქსელი.
8. ფოტოგრაფი ამ საიტზე ფოტოს განთავსებით თანახმაა ამ ფოტოს ამ საიტზე საჯარო ჩვენებაზე.
ზოგადი წესები
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის (სფა) წევრი შეიძლება იყოს: საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, იურიდიული პირი და აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოდგენს იურიდიულ პირს და იზიარებენ და ეთანხმებიან ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებს. ასოციაციის წევრი აგრეთვე შეიძლება იყოს არასრულწლოვანი ფიზიკური პირი, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობაში წარმოადგენს მისი კანონიერი წარმომადგენელი.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ვებ-პორტალზე დაშვებულია სამი ტიპის რეგისტრაცია:
1. ხელმომწერი
2. მოყვარული ფოტოგრაფი (ასოციაციის წევრი)
3. პროფესიონალი ფოტოგრაფი (ასოციაციის წევრი)
ასოციაციაში გაწევრებისა და ვებ-პორტალზე რეგისტრაციის წესი
მომხმარებელი რეგისტრაციისას ავსებს ვებ-რეგისტრაციის სპეციალურ ფორმას, რის შემდეგაც ადმინისტრაციის მიერ მისი ექაუნთი გააქტიურდება და მომხმარებელს ენიჭება ხელმომწერის სტატუსი.
ასოციაციის წევრობის კანდიდატი (ხელმომწერი) წესდებით დადგენილი გაწევრიანების პროცედურის გავლისა და საწევრო შენატანის გადახდის შემდეგ ადმინისტრაციის მიერ გადაყვანილ იქნება ფოტოგრაფთა შესაბამის (მოყვარული, პროფესიონალი) ჯგუფში; შესაბამისად იგი ხდება ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი და მასზე გაიცემა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა.
ასოციაციაში გაწევრების პროცედურა
წესდების შესაბამისად, წევრობის კანდიდატმა უნდა შეავსოს მოცემული ფორმები (რეგისტრაციის განაცხადი და რეკომენდაცია - იხ.ქვემოთ) და სკანირებული ხელმოწერილი დოკუმენტების ელექტრონული ვერსია გადმოაგზავნოს ელ.ფოსტაზე: photographers.ge@gmail.com ან შევსებული სახით წარმოადგინოს ასოციაციის ოფისში (0175 თბილისი, კოსტავას 77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მე-6 კორპუსი, მე-2 სართული, ტელეფონი: (+995 32) 2183166; (+995) 591 143185; (+995) 591 143175).
რეგისტრაციის განაცხადი (doc) | რეგისტრაციის განაცხადი (pdf) |
სარეკომენდაციო ფორმა (doc) | სარეკომენდაციო ფორმა (pdf) |
სარგებელი
ასოციაციის ვებ-პორტალის ხელმომწერი სფა-ს ვებ-პორტალზე სარგებლობს ზოგადი ელექტრონულ-საინფორმაციო ბაზით და ფორუმით.
ხელმომწერს არ აქვს უფლება:
- შექმნას პირადი გალერეა ამ პორტალზე;
- ისარგებლოს ასოციაციის წევრთათვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული ბაზის ზოგიერთი სექტორით.
ასოციაციის წევრს სფა-ს ვებ-პორტალზე მინიჭებული აქვს ფოტოგრაფის (მოყვარული ან პროფესიონალი) სტატუსი. იგი:
- ქმნის პირად ფოტოგალერეას (მოყვარული -50 ფოტო, პროფესიონალი - 80 ფოტო), სარგებლობს ფორუმით;
- სარგებლობს ელექტრონულ-საინფორმაციო ბაზის ზოგადი და სპეციალური სექტორებით;
- მონაწილეობს ასოციაციის ინიციტივით გამართულ ფესტივალებსა და გამოფენებში;
- პერსონალური გამოფენების ორგანიზებაში ასოციაციისგან იღებს სხვადასხვა სახის პრაქტიკულ დახმარებას;
- პერსონალური გამოფენებისას ასოციაციისგან აქვს საინფორმაციო მხარდაჭერა;
- შეუძლია ასოციაციის ეგიდით გამართულ ინტერნეტ-ვიდეოგადაცემებში მონაწილეობა;
- შეუძლია ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში მონაწილეობა;
- სარგებლობს მნიშვნელოვანი შეღავათებით ფოტომომსახურებაზე;
- საავტორო უფლებების დაცვის კუთხით სარგებლობს ასოციაციის უფასო იურიდიული კონსულტაციებით და სურვილის შემთხვევაში ადვოკატის მომსახურებით შეღავათიან ფასებში;
- აკრედიტაციების მსურველს შესაბამის ორგანიზაციებში ასოციაცია უწევს რეკომენდაციას.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, არ იღებს არანაირ შეკვეთას ფოტომომსახურებაზე და არ ავრცელებს მას თავის წევრებს შორის. ასოციაციის ვებ-პორტალის შექმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრინციპია ის, რომ შემკვეთი თავად ირჩევს სფა-ს ვებ-პორტალზე გაწევრებულ ფოტოგრაფს კონკრეტული შეკვეთის შესრულების მიზნით და პირდაპირ უკავშირდება მას, ასოციაციისთვის ყოველგვარი გადასახადის გარეშე.
საწევრო შენატანი
მოცემულ ეტაპზე სფა-ს გამგეობის გადაწყვეტილებით, საწევრო შენატანის წლიური ოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
ა) ფიზიკური პირი: პროფესიონალი ფოტოგრაფი-(წლიურად) 50 ლარის ოდენობით;
ბ) ფიზიკური პირი: მოყვარული ფოტოგრაფი-(წლიურად) 25 ლარის ოდენობით;
ბ) ინდივიდუალური მეწარმე-(წლიურად) 100 ლარის ოდენობით;
გ) არასამეწარმეო იურიდიული პირი (NGO)- (წლიურად) 100 ლარის ოდენობით;
დ) სამეწარმეო იურიდიული პირი-(წლიურად) 200 ლარის ოდენობით.
საწევროს გადახდის წესი:
* საწევრო შენატანის გადახდა უნდა განხორციელდეს წლიურად, ერთჯერადად, ასოციაციის საბანკო ანგარიშზე უნაღდო
ანგარიშსწორებით.
* წევრი წინასწარ ფარავს საწევრო შენატანს.
* წესდებით გათვალისწინებული გარემოებების - წევრობის შეწყვეტის ან შეჩერებისას, გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია
ს/კ: 205266317
TBC ბანკი
ბანკის კოდი - TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE75TB3726636020100007 /GEL
საქართველოს ფარგლებს გარეთ გადახდა ხორციელდება შემდეგი ბანკების საშუალებით:
CITIBANK N.A. 111 Wall str., New York, N.Y. 10043 SWIFT: CITIUS33 ABA: 021000089 TBC BANK'S Correspondent Account: #36127097 HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22 TBC - BANK SAAKADZE SQUARE SC TBILISI.ZHIULI SHARTAVA STR. #6 , TBILISI, Georgia SWIFT: TBCBGE22 26636120100007 "Association of Photographers of Georgia" |
JP MORGAN CHASE BANK 270 Park Ave 10017 New York, NY USA SWIFT: CHASUS33 ABA: 021000021 Correspondent Account: 400950979 HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22 TBC - BANK SAAKADZE SQUARE SC TBILISI.ZHIULI SHARTAVA STR. #6 , TBILISI, Georgia SWIFT: TBCBGE22 26636120100007 "Association of Photographers of Georgia" |
HSBC BANK USA SWIFT: MRMDUS33 TBC BANK'S Correspondent Account: #000-305022 HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22 TBC - BANK SAAKADZE SQUARE SC TBILISI.ZHIULI SHARTAVA STR. #6 , TBILISI, Georgia SWIFT: TBCBGE22 26636120100007 "Association of Photographers of Georgia" |
DEUTSCHE BANK TRUST COMPANY AMERICAS 60 Wall str., New York, N.Y. 10005, USA SWIFT: BKTRUS33 ABA: 021001033 TBC BANK'S Correspondent Account: #04414200 HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22 TBC - BANK SAAKADZE SQUARE SC TBILISI.ZHIULI SHARTAVA STR. #6 , TBILISI, Georgia SWIFT: TBCBGE22 26636120100007 "Association of Photographers of Georgia" |
DEUTSCHE BANK A.G. D-6236, FRANKFURT/ESCHBORN SWIFT: DEUTDEFF BLZ: 50070010 TBC BANK'S Correspondent Account: #9499096 HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22 TBC - BANK SAAKADZE SQUARE SC TBILISI.ZHIULI SHARTAVA STR. #6 , TBILISI, Georgia SWIFT: TBCBGE22 26636120100007 "Association of Photographers of Georgia" |
DRESDNER BANK A.G. 60301, FRANKFURT/MAIN SWIFT: DRESDEFF BLZ: 50080000 TBC BANK'S Correspondent Account: #08 122 957 HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22 TBC - BANK SAAKADZE SQUARE SC TBILISI.ZHIULI SHARTAVA STR. #6 , TBILISI, Georgia SWIFT: TBCBGE22 26636120100007 "Association of Photographers of Georgia" |
COMMERZBANK 60261, FRANKFURT DEUTSCHLAND SWIFT: COBADEFF TBC BANK'S Correspondent Account: #400886868900 HEAD OFFICE SWIFT: TBCBGE22 TBC - BANK SAAKADZE SQUARE SC TBILISI.ZHIULI SHARTAVA STR. #6 , TBILISI, Georgia SWIFT: TBCBGE22 26636120100007 "Association of Photographers of Georgia" |