მხატვრული ფოტოგრაფიის მეორე საერთაშორისო სალონი: "საქართველოს ციკლი - 2017" მხატვრული ფოტოგრაფიის მეორე საერთაშორისო სალონი: "კარპატების ფოტოვერნისაჟი - 2017" მხატვრული ფოტოგრაფიის პირველი საერთაშორისო სალონი: "აზერბაიჯანი - 2017
შეთავაზება და მონაწილეობა
1. ორგანიზატორები საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, კარპატების მხატვრული ფოტოგრაფიის ასოციაცია, აზერბაიჯანის ფოტოხელოვანთა გაერთიანება 2. მონაწილეობის პირობები სალონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფს. საკონკურსო ფოტოები ჟიურის ეგზავნება ციფრული სახით. სალონის მონაწილეები უნდა იყვნენ წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორები. თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს მაქსიმუმ 4 ფოტო თითოეულ სექციაში. ორგანიზატორს უფლება აქვს, გამოიყენოს საკონკურსო ნამუშევრები კატალოგში და საპრომოციო მასალებში ავტორისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე. სალონში მონაწილეობით კონკურსანტი ავტომატურად ადასტურებს მის თანხმობას FIAP-ის დოკუმენტზე: 2014/317 E http://patronages.fiap.net/assets/info-317-patronage-e.pdf "საერთაშორისო ფოტოგრაფიული მოვლენების ორგანიზების რეგულირებისა და განაცხადის პირობები ("Conditons for application and regulations for organization of international photographic events") და განსაკუთრებით მის II თავზე: "საერთაშორისო ფოტოგრაფიული მოვლენების რეგულაციები FIAP-ის პატრონაჟით" ("Regulations for International photographic events under FIAP patronage"), II სექციის მე-2 მუხლის შესაბამისად, FIAP-ში მონაწილეობის წესები და შავი სია"
ყურადღება! FIAP-ის პატრონაჟით გამართულ სალონში საკუთარი ნამუშევრის პირადი წარდგენით კონკურსანტი, გამონაკლისის ან რაიმე სახის წინააღმდეგობის გარეშე, აცნობიერებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი გამოსახულებები შეიძლება გამოიკვლიოს FIAP-მა, რამდენად შეესაბამება წარმოდგენილი ნამუშევრები FIAP-ის წესებსა და განსაზღვრებებს მაშინაც კი, როცა კონკურსანტი არაა FIAP-ის წევრი; რომ FIAP გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა FIAP-თან თანამშრომლობაზე უარი ნებისმიერი სახით, წარმოადგინოს ორიგინალური ფაილი, ანდა არ უზრუნველყოს საკმარისი მტკიცებულებების წარდგენა, სანქცირებული იყოს FIAP -ის მიერ, ხოლო სანქციების შემთხვევაში, რაც გამოწვეულია FIAP-ის წესების დარღვევით, კონკურსანტის სახელი და გვარი გაცხადებული იქნება ნებისმიერი ფორმით წესების დარღვევასთან დაკავშირებით. გამოკვლევის გაადვილების მიზნით, რეკომენდებულია, წარმოდგენილ ფაილებში დატოვოთ EXIF მონაცემები. http://patronages.fiap.net/assets/info-317-patronage-e.pdf.
3. სექციები: წარმოდგენილია ციფრული სექციები: ა) ციფრული: თავისუფალი/ფერადი ბ) ციფრული: თავისუფალი/შავ-თეთრი გ) ციფრული: პეიზაჟი (ფერადი/შავ-თეთრი) დ) ციფრული: - ხალხი (ფერადი/შავ-თეთრი) თითოეული ფოტო შეიძლება წარმოდგენილ იქნეს მხოლოდ ერთ სექციაში
4. ფოტოები ფოტოები წარმოდგენილი უნდა იყოს JPG ფორმატში. ასატვირთი ზომებია: 1024x768 პიქსელი. ფაილის მაქსიმალური ზომა: 1 მბ. ფოტოები უნდა აიტვირთოს ონლაინ, ატვირთვის შესაბამის ბმულზე. თითოეული ატვირთვის ფორმა უნდა შეივსოს მხოლოდ ინგლისურად, ფაილის დასახელებაზე რაიმე კონკრეტული მოთხოვნები არ არის. შესაძლებელია, ფაილს სახელი დაარქვათ იმგვარად, როგორც გსურთ, აღინიშნოს კატალოგში. დაიშვება მხოლოდ ინგლისური ასოები (a-z).
5. მონაწილეობის ფორმა ავტორები ფოტოს ტვირთავენ ონლაინ, ამ ბმულზე განთავსებული ინსტრუქციის თანახმად. მონაწილეობის ფორმა ივსება მხოლოდ ინგლისურად. ონლაინ რეგისტრაცია (მონაწილეობის ფორმა) ყურადღება! კატალოგში განთავსებისა და მაღალი რეზოლუციით ბეჭდვისთვის, მხოლოდ შეტყობინებისა და ჟიურის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ყველა მიღებულმა მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს მათი მიღებული ნამუშევრები, რაც შეიძლება სწრაფად, შემდეგ ფორმატში: რეზოლუცია 300 dpi ზომით 200 х 300მმ. მაღალი რეზოლუციის ფოტოები გთხოვთ გამოაგზავნოთ ემაილზე apg.contests@gmail.com ან ფაილგაზიარების რომელიმე პროგრამით.
6. მონაწილეობის საფასური მონაწილეობის საფასური სავალდებულია ყველა მონაწილისთვის და შეადგენს: 35 ევროს - 2 სექციაში და 39 ევროს ოთხივე სექციაში. გადახდა შესაძლებელია PayPal-ით pavol.kocis@cnet.sk გადახდის კომენტარებში გთხოვთ მიუთითოთ ავტორის მთლიანი სახელი და გვარი სრულად. ჩეკები არ მიიღება, იმ ავტორების ნამუშევრები, რომლებისაც არ აქვთ გადახდილი მონაწილეობის საფასური, არ განიხილება.
7. შედეგების შეტყობინება ყველა მონაწილე მიიღებს შეტყობინებსდ ემაილით. გამოფენის შედეგები ასევე გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.photo-forum.eu
8. კატალოგი: ყველა მონაწილეს, რომელსაც გადახდილი აქვს მონაწილეობის საფასური, უფასოდ გადაეცემა კატალოგი. ორგანიზატორი უსაფრთხოების ყველა ზომას დაიცავს შემოსული და გასული ფოსტასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ არ ვიღებთ რაიმე პასუხისმგებლობას ტრანზიტისას მის დაზიანებასა ან დაკარგვაზე.
9. ჟიურის წევრები
მხატვრული ფოტოგრაფიის მეორე საერთაშორისო სალონი: "საქართველოს ციკლი - 2017": კახა ფხაკაძე (საქართველო) ოვი დ.პოპი AFIAP (რუმინეთი) დავით გოცირიძე (საქართველო) ჟიურის სათადარიგო წევრი: თამარ ბიჭინაშვილი, სფა (საქართველო)
მხატვრული ფოტოგრაფიის მეორე საერთაშორისო სალონი: "კარპატების ფოტოვერნისაჟი - 2017" იური ტურიანიცია AFIAP (უკრაინა) სტეფან ტოტი, AFIAP (რუმინეთი) ვოლოდიმირ ნორბა AFIAP (უკრაინა) ჟიურის სათადარიგო წევრი: ვასილ პიცკოლინეცი (უკრაინა)
მხატვრული ფოტოგრაფიის პირველი საერთაშორისო სალონი: "აზერბაიჯანი - 2017" ლაზლო კოოსი EFIAP (უნგრეთი) ფარიდ მამედოვი (აზერბაიჯანი) რუფატ აბასი (აზერბაიჯანი) ჟიურის სათადარიგო წევრი: სევინც ასლანოვა
10. ჯილდოები მხატვრული ფოტოგრაფიის მეორე საერთაშორისო სალონი: "საქართველოს ციკლი - 2017" FIAP-ის ცისფერი სამკერდე ნიშანი (FIAP Blue Badge) – "სალონის საუკეთესო ავტორი" FIAP – 4 ოქროს მედალი + 2 FIAP-ის საპატიო ბაფთა თითოეულ სექციაში (სულ 8) APG (საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია) – 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი (სულ სამი) + 8 საპატიო ბაფთა სალონი - ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები თითოეულ სექციაში (სულ 12) + 3 სალონის საპატიო ბაფთა თითოეულ სექციაში (სულ 12)
მხატვრული ფოტოგრაფიის მეორე საერთაშორისო სალონი: "კარპატების ფოტოვერნისაჟი - 2017" FIAP-ის ცისფერი სამკერდე ნიშანი (FIAP Blue Badge) – "საუკეთესო ავტორი" FIAP – 4 ოქროს მედალი + 2 FIAP-ის საპატიო ბაფთა თითოეულ სექციაში (სულ 8) PAAT (კარპატების მხატვრული ფოტოგრაფიის ასოციაცია) – 1 ოქროს, ერთი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი (სულ 3) +2 საპატიო ბაფთა თითოულ სექციაში (სულ 8) სალონი - ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები თითოეულ სექციაში (სულ 12) + 3 სალონის საპატიო ბაფთა თითოეულ სექციაში (სულ 12)
მხატვრული ფოტოგრაფიის პირველი საერთაშორისო სალონი: "აზერბაიჯანი - 2017" FIAP-ის ცისფერი სამკერდე ნიშანი (FIAP Blue Badge) – "საუკეთესო ავტორი" FIAP – 4 ოქროს მედალი + 2 FIAP-ის საპატიო ბაფთა თითოეულ სექციაში (სულ 8) UPA (აზერბაიჯანის ფოტოხელოვანთა გაერთიანება) - 1 ოქროს, ერთი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი (სულ 3) +2 საპატიო ბაფთა თითოულ სექციაში (სულ 8) სალონი - ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები თითოეულ სექციაში (სულ 12) + 3 სალონის საპატიო ბაფთა თითოეულ სექციაში (სულ 12)
ჟიური იტოვებს უფლებას, გასცეს დამატებითი ჯილდოები. თითოეული ავტორს უფლება აქვს მიიღოს მხოლოდ ერთი ჯილდო თითოეულ სექციაში. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, პრეტენზიები და საჩივრები არ დაიშვება.
11. კალენდარი დასრულების დრო: 19.01.2018
შეფასებები: 01.02 – 03.02.2018, თბილისი (საქართველო) 04.02 – 06.02.2018, უჟგოროდი (უკრაინა) 07.02 – 09.02.2018, ბაქო (აზერბაიჯანი)
შეტყობინებები: 20.02.2018. www.photo-forum.eu / გამოფენა და დაჯილდოვება: 04.2018. / კატალოგების დაგზავნა: 06.2018.
12. საორგანიზაციო კომიტეტი: ოლღა ნორბა - საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი (უკრაინა) norba.v@i.ua რაუფ უმუდოვი - აზერბაიჯანის ფოტოხელოვანთა კავშირის პრეზიდენტის მოადგილე ნინო მღებრიშვილი - საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი ხათუნა თოდუა - საორფანიზაციო კომიტეტის მდივანი
|