პირველი საერთაშორისო ფოტოსალონი "საქართველო 2016"
FIAP № 2016 / 423
1. ორგანიზატორი
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია
2. მონაწილეობის პირობები
სალონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. საკონკურსო ნამუშევრები მიიღება ციფრული სახით. კონკურსანტი უნდა იყოს ამ ნამუშევრების ავტორი. თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს თითოეულ კატეგორიაში მაქსიმუმ 4 ფოტო. ორგანიზატორს უფლება აქვს, ნამუშევრები გამოიყენოს გამოფენაზე, კატალოგში და სხვა პრომომასალებში ავტორისთვის დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
ნამუშევრები მიიღება ოთხ ციფრულ სექციაში:
A) ციფრული თავისუფალი/ფერადი
B) ციფრული თავისუფალი/შავ-თეთრი
C) ციფრული პეიზაჟი (ფერადი/შავ-თეთრი)
D) ციფრული ხალხი (ფერადი/შავ-თეთრი)
თითოეული ფოტო წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ ერთ სექციაში
4. ფოტოები
ფოტოები უნდა იყოს JPG ფორმატში. ასატვირთ ზომებად რეკომენდებულია: 1024 x 768 pixels, ფაილის მაქსიმალური ზომა: 1Mb. ფოტოები უნდა აიტვირთოს ონლაინ განაცხადთან (entry-form) ერთად. განაცხადი უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე. ფაილის სახელწოდება ისეთი უნდა იყოს, როგორიც გსურთ გამოჩნდეს კატალოგში. მხოლოდ ინგლისური ანბანი დაიშვება (a-z).
5. განაცხადი (ENTRY FORM)
ავტორები ფოტოებს ტვირთავენ ონლაინ. www.fotokarpat.com.ua-ზე მითითებული რეკომენდაციების მიხედვით. განაცხადი ივსება ინგლისურად.
ონლაინ რეგისტრაცია (Entry Form): http://fotokarpat.com.ua/georgian-drag-2016-entry-form .
6. მონაწილეობის საფასური
საფასურის გადახდა სავალდებულოა ყველა მონაწილისთვის და შეადგენს 15 ევროს ოთხივე სექციისთვის (სფა-ს წევრისთვისთვის - 11 ევრო). გადახდის შესაძლო გზა: PayPal გადარიცხვა.
გადახდის პირობები: PayPal ემაილზე: pavol.kocis@cnet.sk
გადახდის კომენტარში გთხოვთ მიუთითოთ სრული სახელი და გვარი. ჩეკები არ მიიღება. იმ ავტორთა ნამუშევრები, რომლებსაც დაფარული არ აქვთ მონაწილეობის საფასური, არ განიხილება.
7. შედეგების შეტყობინება
ყველა აპლიკანტი მიიღებს შეტყობინებას ემაილით. გამოფენის შედეგები ასევე განთავსდება საიტზე: www.fotokarpat.com.ua.
8. კატალოგი
ონლაინ PDF საგამოფენო კატალოგი.
9. ჟიურის წევრები:
აკაკი (კახა) ფხაკაძე სფა-ს თავმჯდომარე (საქართველო)
ლასლო კოოსი, EFIAP (უნგრეთი)
ვასილ პილიპიუკი, AFIAP (უკრაინა)
ჟიურის სათადარიგო წევრი: ნინო მღებრიშვილი, სფა (საქართველო)
10. ჯილდოები
FIAP-ის ცისფერი ბაფთა საუკეთესო ავტორისთვის
FIAP – ის ოქროს მედლები თითოეულ სექციაში(სულ 4) + 2 FIAP საპატიო ბაფთა თითოეულ სექციაში (სულ 8)
სფა (საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია) – 4 ოქროს, 4 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედლები (სულ 12) + 8 დიპლომი
სალონის - 4 ოქროს, 4 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედლები (სულ 12) + 8 დიპლომი
ჟიური უფლებამოსილია, დააწესოს დამატებითი ჯილდოები. თითოეული ავტორი მიიღებს მხოლოდ ერთ ჯილდოს ერთ სექციაში. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება
11. კალენდარი
დასრულების თარიღი: 11.09.2016.
შეფასება: 28.09 – 29.09. 2016
შეტყობინებები: 07.10.2016 www.fotokarpat.com.ua-ზე
გამოფენა და დაჯილდოვება: 21.10.2016
კატალოგები: 12.2016
12. საორგანიზაციო კომიტეტი
აკაკი (კახა) ფხაკაძე – საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარე, ემაილი: photographers.ge@gmail.com
ვასილ პიცკოლინეცი - მდივანი
წევრები: აკაკი (კახა) ფხაკაძე, ვასილ პიცკოლინეცი, ნინო მღებრიშვილი