ევროპის ფოტოგრაფთა ფედერაცია აცხადებს საკვალიფიკაციო კონკურსს European Photographer (EP) სერთიფიკატის მისაღებად.
”ევროპის ფოტოგრაფის” (European Photographer) კვალიფიკაცია წარმოადგენს ევროპის მასშტაბით აღიარებულ სტატუსს და ნიშნავს პროფესიონალი ფოტოგრაფის კომპეტენტურობისა და პროფესიონალიზმის დასტურს ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის მიერ.
EP ჯილდოს მიღებით თქვენ მოიპოვებთ ხარისხის ევროპულ სერთიფიკატს, საჭირო პერსონების საკონტაქტო სიას ევროპის ფოტოგრაფთა ფედერაციის EP ფოტოგრაფთა ონლაინ გვერდებზე; ასევე მიიღებთ სპეციალურ შემოთავაზებებს, სერვისებს და ინფორმაციებს www.europeanphotographers.eu-ს მეშვეობით.
EP კვალიფიკაციაში მონაწილეობის უფლება:
აქვს კანდიდატს, რომლებიც ფოტოგრაფის (ციფრული ან ფირის ფოტოგრაფია) პროფესიით იღებს შემოსავალს. EP კანდიდატი შეიძლება იყოს მხოლოდ ფოტონამუშევრების ავტორი და არა ფოტოლაბორატორიის ტექნიკური ან დამხმარე პერსონალი.
კანდიდატი:
* უნდა იყოს ეროვნული ასოციაციის წევრი, ხოლო ასოციაცია უნდა იყოს ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის წევრი. პირს, რომელიც არ არის საკუთარი ქვეყნის ასოციაციის წევრი, კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა, თუკი იგი თავის ქვეყანაში პროფესიონალ ფოტოგრაფად ოფიციალურად არის რეგისტრირებული, ცხოვრობს რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, სადაც არ არის მისი წარმდგენი FEP-ის წევრი ეროვნული ასოციაცია. თუკი აპლიკაცია გამოგზავნილი იქნება ფოტოგრაფისგან, რომელიც არ ირიცხება FEP-ის წევრ ასოციაციაში, იგი რეგისტრირებული უნდა იყოს საგადასახადო ორგანოში როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფი და მან უნდა წარმოადგინოს დღგ-ს გადამხდელის სარეგისტრაციო მოწმობა ან პროფესიული დაზღვევის სერთიფიკატი, რომელიც დამტკიცებული იქნება FEP-ის მიერ;
* უნდა იყოს თვითდასაქმებული ან დაქირავებული;
* პროფესიონალ ფოტოგრაფად უნდა მუშაობდეს მინიმუმ ერთი წელი;
* უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური უნარ-ჩვევების აუცილებელ მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს FEP-ის მიერ დადგენილ სტანდარტებს, რაც აუცილებელია სტატუსის ”პროფესიონალი” დასაცავად;
* უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს პროფესიონალურ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რაც დადგენილია FEP-ის წევრი ასოციაციის მიერ;
* უნდა აღირებდეს პროფესიონალური ქცევის FEP-ის ევროპულ კოდექსს (ჩამოტვირთეთ FEP-ის ქცევის კოდექსი).
ნამუშევრების წარდგენა
თითოეულ კანდიტატს აქვს უფლება, ონლაინ წარადგინოს 12 ფოტოსგან შემდგარი ნაკრები;
ყოველი წარდგენას უნდა ახლდეს EP განაცხადის ფორმა.
ონლაინ აპლიკაცია
წარსადგენი პანელი უნდა შეიცავდეს 12 ფოტოს თითოეულ ფოტოგრაფიულ სპეციალობაში (კომერციული, პორტრეტი, საქორწინო და ა.შ. და აღნიშნული იყოს სააპლიკაციო განაცხადში ანდა 6 ფოტოს ცალკეულ ფოტოგრაფიაულ სპეციალობაში და 6 ფოტოს - დანარჩენ სხვაში. ნამუშევრებზე არ უნდა იყოს მითითებული სახელი ან სხვა დამატებითი მაიდენტიფიცირებელი აღნიშვნა.
რაიმე ეჭვის შემთხვევაში, ან თუკი წარდგენილი გამოსახულებები შეიცავს შესაბამის პოსტ დამუშავებას, FEP-ს შეუძლია, მოსთხოვოს კანდიდატს ორიგინალური, დაუმუშავებელი ფაილის წარდგენა.
წარდგენილი ნამუშევრები უნდა იყოს ფერადი, ან შავ-თეთრი, ან შერეული.
ფოტოების წარდგენა და შეფასება მთლიანად ონლაინ ხდება, აპლიკაციების მიღება ყოველთვის შესაძლებელია.
წარდგენილი ნამუშევრები უნდა იყოს: დიდი მხარე 2400 პიქსელი, jpg ფორმატში.
წარდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს 3 წევრისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური. EP-ის მოსაპოვებლად კანდიდატი წარმატებულად ცაითვლება სამიდან ორი ხმის მოპოვების შემთხვევაში.
კანდიდატების ანონიმურობა მუდმივად დაცულია, თუმცა, კანდიდატთა სია გადაეგზავნება FEP-ის წევრი შესაბამისი ასოციაციის ეროვნულ ოფისს.
თუკი აპლიკაციას წარადგენს ფოტოგრაფი, რომელიც არ არის გაწევრიანებული FEP-ის წევრ ასოციაციაში, მას მოეთხოვება, ზემოთ მითითებული სარეგისტრაციო (საგადასახადო სამსახურში) კოდის გარდა წარადგინოს პროფესიონალის სტატუსის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც შეიძლება იყოს შენობის ინტერიერის ან ექსტერიერის ფოტო და/ან ბროშჲრის ნიმუში, ვებგვერდის მისამართი ან რაიმე სხვა საჯარო მასალა. მოთხოვნილი კრიტერიუმები მითითებულია განაცხადის ციფრულ ფორმაში.
შესაბამისი განაცხადის საფასური თან უნდა ახლდეს ნამუშევრების წარდგენას, როგორც მითითებულია EP-ის სააპლიკაციო ფორმაში.
წარმატებული ფოტოგრაფები მიიღებენ ციფულ სერთიფიკატს და მისაკრავ სტიკერს. მათ ასევე გადაეცემათ სახელმძღვანელო, სადაც მოცემულია EP კვალიფიკაციის მარკეტინგში გამოყენების რჩევები.
EP სერთიფიკატის მოქმედების ვადაა 4 წელი (48 თვე). ამ ვადის განმავლობაში სერთიფიკატის მფლობელს ეძლევა რეკომენდაცია, შეიტანოს განაცხადი QEP (Qualified European Photographer) კვალიფიკაციის მისაღებად ან ხელახლა მოიპოვოს EP სერთიფიკატი. უარის მიღება ნიშნავს EP კვალიფიკაციის დაკარგვას.
EP სერთიფიკატის მფლობელებს შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი QEP კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პირველ შესაძლებელ სეზონში. QEP სერთიფიკატის მოსაპოვებლად ისინი უნდა იყვნენ FEP-ის წევრი ეროვნული ასოციაციის წევრები.
წარუმატებელი კანდიდატი FEP-ისგან მიიღებს კონსტრუქციულ კრიტიკას მისი ნამუშევრების შესახებ, კერძოდ, რა მიზეზით ვერ მოიპოვა წარმატება მისმა ნამუშევრებმა.
წარუმატებელ კანდიდატებს უფლება აქვთ, გაიმეორონ სააპლიკაციო პროცესი ერთხელ უფასოდ პირველ შესაძლო შესაბაძლებელ სეზონში და, ნებისმიერ შემთხვევაში, 6 თვის განმავლობაში.
მონაწილეობის საფასური
განაცხადის საფასური შეადგენს 50 ევროს სხვადასხვა ხარჯების, მათ შორის, სერთიფიკატის, ჟიურის ხარჯების და ა.შ. დასაფარად. კანდიდატებმა საფასური უნდა გააგზავნონ Paypal-ის მეშვეობით (საბანკო ბარათებით). FEP-ის სამდივნო ინახავს კანდიდატთა წევრობის და მონაწილეობის საფასურის გადახდის სვლებს (თრეკებს). კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც FEP მიიღებს კანდიდატის მიერ საწევრო საფასურის გადახდის დადასტურებას.
შეფასება
ჟიურის შემადგენლობა განისაზღვრება ეროვნული ორგანიზაცოების მიერ ყოველწლიურად დასახელებული დელეგატებით, რომლებიც ფლობენ შესაბამის QEP და Master QEP კვალიფიკაციებს და მათ ირჩევს EP ჟიურის თავმჯდომარე.
საავტორო უფლებები და ნებართვები
ყველა წარდგენილ ფოტოზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ამ უფლების მფლობელს. თუმცა, FEP იტოვებს უფლებას, ნებისმიერი წარდგენილი ფოტო, ანაზღაურების გარეშე, გამოიყენოს ჩვენებისა და საჯარო მიზნებისთვის FEP-ის მიმდინარე და მომავალ დაჯილდოვებებსა და პროექტებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრის წარდგენამდე კანდიდატს ჰქონდეს კლიენტის ან საავტორო უფლების მფლობელის ნებართვა და მოდელის შესაბამისი ნებართვის ფორმა (რელიზი) საჭიროების შემთხვევაში.
სამდივნო და ორგანიზაცია
ყველა კანდიდატი FEP-ის სამდივნოდან მიიღებს წერილობით შეტყობინებას მათ მიერ წარდგენილ ნამუშევრებთან დაკავშირებულ შედეგებზე. გამოქვეყნდება მხოლოდ წარმატებულ კანდიდატთა სია. დანარჩენი კანდიდატების ანონიმურობა ყოველთვის იქნება დაცული, მათ შორის, შეფასების პროცესის განმავლობაში.
FEP-ის სამდივნო არ გასცემს წარმოდგენილი ფოტოს განხილვის უფლებას, თუკი არ იქნება დაცული ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები:
* წარმოდგენილი ფოტოები არ შეესაბამება ამ წესებს;
* მონაწილეობის საფასური არაა გადახდილი;
*კანდიდატის წევრობა არაა დადასტურებული შესაბამისი ასოციაციის მიერ.
EP აპლიკაციების წარდგენა და შეფასება ხდება ონლაინ ფორმატში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა დარეგისტრირდეს FEP-ის გვერდზე და ჰქონდეს მომხმარებლის ანგარიში
წესები და პირობები, ასევე სხვა საკვალიფიკაციო კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ევროპის ფოტოგრაფთა ასოციაციის ვებგვერდზე: http://www.europeanphotographers.eu/qualifications