მიმდინარე წლის 10 ივლისს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციამ კამპანიიას ”გაატარე ზაფხული საქართველოში” (#SpendSummerInGeorgia) ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ქართულ-უკრაინული ფოტოვერნისაჟი გამართა. ფოტოვერნისაჟზე წარმოდგენილი იქნა საქართველოსა და უკრაინაში გადაღებული სფა-ს წევრი 24 ფოტოგრაფის 90-მდე ფოტონამუშევარი.
ექსპოზიცია ”სიყვარულით, საქართველოდან”, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, მაისში უკრაინაში, კერძოდ, კიევსა და როვნოში უკვე იყო გამოფენილი. ქართულ თემატიკაზე გადაღებული ფოტონამუშევრები ერთი კვირის განმავლობაში უამრავმა სტუმარმა დაათვალიერა. გამოფენები კიევსა და როვნოში უკრაინის ფოტოხელოვანთა ნაციონალური კავშირისა და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. უკრაინელი ფოტოგრაფების, ადგილობრივი სტუმრებისა და ოფიციალური პირების გარდა ქართველ ფოტოგრაფთა გამოფენას კიევში ჩინეთის ფოტოგრაფთა ნაციონალური გაერთიანების მრავალრიცხოვანი დელეგაციაც სტუმრობდა.
ქართულ-უკრაინული ფოტოვერნისაჟის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ფოტოწიგნის პრეზენტაციაც. მასში სფა-ს 42 წევრი ფოტოგრაფის ფოტონამუშევრებია შესული. ფოტოწიგნი ამიერიდან ყოველწლიურად გამოიცემა და ხელს შეუწყობს ქართველი ფოტოგრაფების პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია უერთდება კამპანიას ”გაატარე ზაფხული საქართველოში” (#SpendSummerInGeorgia) და 10 ივლისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 19.00 საათზე გიწვევთ ქართულ-უკრაინული ფოტოვერნისაჟის საზეიმო გახსნაზე (თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. 1/4. ყოფ. აკადემქალაქი). გამოფენა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქართული ტურიზმის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას. ფოტოვერნისაჟზე წარმოდგენილი იქნება საქართველოსა და უკრაინაში გადაღებული სფა-ს წევრი 24 ფოტოგრაფის 90-მდე ფოტონამუშევარი. ექსპოზიცია ”სიყვარულით, საქართველოდან”, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, მაისში უკრაინაში, კერძოდ, კიევსა და როვნოში უკვე იყო გამოფენილი. ქართულ თემატიკაზე გადაღებული ფოტონამუშევრები ერთი კვირის განმავლობაში უამრავმა სტუმარმა დაათვალიერა. გამოფენები კიევსა და როვნოში უკრაინის ფოტოხელოვანთა ნაციონალური კავშირისა და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. უკრაინელი ფოტოგრაფების, ადგილობრივი სტუმრებისა და ოფიციალური პირების გარდა ქართველ ფოტოგრაფთა გამოფენას კიევში ჩინეთის ფოტოგრაფთა ნაციონალური გაერთიანების მრავალრიცხოვანი დელეგაციაც სტუმრობდა. კამპანიის ”გაატარე ზაფხული საქართველოში” ფარგლებში, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ორგანიზებით, დაგეგმილია უკრაინელი ფოტოხელოვანების დელეგაციის ფოტოტური საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ფოტოტურის ფარგლებში გადაღებული ნამუშევრების გამოფენა შემდგომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართება. 10 ივლისს ქართულ-უკრაინული ფოტოვერნისაჟის საზეიმო გახსნისას ასევე გაიმართება საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ფოტოწიგნის პრეზენტაციაც. მასში სფა-ს 42 წევრი ფოტოგრაფის ფოტონამუშევრებია შესული. ფოტოწიგნი ამიერიდან ყოველწლიურად გამოიცემა და ხელს შეუწყობს ქართველი ფტოოგრაფების პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ღონისძიების პარტნიორია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა საკონტაქტო პირი: ნინო მღებრიშვილი, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის პროექტების მენეჯერი, 591143185, 599028530, photographers.ge@gmail.com |