ქართული ფოტოგრაფიის დღეები უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება
23-30 მაისს უკრაინაში ქართული ფოტოგრაფიის დღეები გაიმართება. საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის დელეგაცია 15 ფოტოგრაფის შემადგენლობით უკრაინის სამ ქალაქს (კიევი, ლვოვი, როვნო) ესტუმრება. 26 მაისს, კიევში, გალერეა ფორტეციაში” საზეიმოდ გაიხსნება ქართველ ფოტოგრაფთა გამოფენა ”სიყვარულით საქართველოდან”, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. ექსპოზიცია, რომელზეც 25 ავტორის 60 ფოტო იქნება წარმოდგენილი, 31 მაისამდე გასტანს.
საქართველოს დამოუკიდებლობს დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა 28 მაისს გაიხსნება ქალაქ როვნოშიც და ქართველის ფოტოგრაფების ნამუშევრების ნახვა ერთი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ორივე გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები, თუმცა, მათ აერთიანებთ ერთი თემატიკა - ქართული, ვინაიდან ორივე გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.
გვსურს, ამ გამოფენით განსხვავებული კუთხით გავაცნოთ საქართველო უკრაინელებს - არა ტრადიციული ეთნოგრაფიული პასაჟებით, როგორც ყველა ტურისტულ ბუკლეტშია, არამედ ვაჩვენოთ, როგორია ქართველი ფოტოგრაფების თვალით დანახული სამშობლო.
საქართველოს ფოტოგრაფთა დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში მოივლიან უკრაინის სხვადასხვა ქალაქებს, ხოლო უკრაინაში გამართული ფოტოტურის ფარგლებში გადაღებული ფოტოების გამოფენა მოგვიანებით თბილისში გაიმართება.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის მასპინძელია უკრაინის ფოტოხელოვანთა ნაციონალური კავშირი, რომელთაც სფა-ს წლებია, პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს.