მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახ. სამხატვრო სკოლაში ღია მასტერკლასი გაიმართა. მონაწილეებმა მოისმინეს თეორია და შეასრულეს პრაქტიკული გადაღებები.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია შაბათს, 12 სექტემბერს ბათუმში გამართავს ღია მასტერკლასს თემაზე ”სტუდიური პორტრეტი და გადაღების თავისებურებები”. დასწრება თავისუფალია. მასტერკლასი ჩატარდება ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახ. სამხატვრო სკოლაში 12 სექტემბერს, 14 საათზე (ნიკო ფიროსმანის 16). მასტერკლასს ჩაატარებს კახა ფხაკაძე.