საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის პროექტი "სახეები" მოიცავდა სამ სასწავლო მასტერკლასს, რის შედეგადაც მიღებული მასალით 15 ივლისს ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში მოეწყო ფოტოგამოფენა.
პირველი მასტერკლასის (5 აპრილი) თემა - ''სტუდიური პორტრეტი - შუქის კონსტრუქციები". ფოტოსესიაზე განხილულ იქნა შუქის კონსტრუქციების მეშვეობით პორტრეტის ხასიათის შექმნის ძირითადი პრინციპები და შესრულდა პრაქტიკული გადაღებები.
მეორე მასტერკლასის (12 აპრილი) - თემა -"სტუდიური პორტრეტი - საქორწინო სიუჟეტის ორგანიზაცია".
მესამე მასტერკლასის ( 7 მაისი) თემა - "საღამოს კაბები". შეხვედრაზე ცნობილ ქართველ მოდელებთან ერთად შესრულდა პრაქტიკული გადაღებები.
პლეილისტი
საგამოფენო ფოტოები