
წლის პოზიტიური გოგონას გამოსავლენად და აღმოსაჩენად, ფოტოგრაფთა ასოციაციის მხარდაჭერით, რადიო პოზიტივი 2014 წლის 11 იანვარს ფოტოკონკურსს - პოზიტიური გოგონა 2013-ის დაჯილდოებას მართავს.
კონკურსი ერთი თვის განმავლობაში ფეისბუქზე რადიო „პოზიტივის“ ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობდა და მასში 23 კონკურსანტმა და 7-მა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა.
კონკუსის გამარჯვებულთათვის ერთი მთავარი და 3 დამატებითი ნომინაციაა - ხალხის რჩეული, პოზიტიური ღიმილი და არაორდინალური გოგონა. გამარჯვებული ფოტოგრაფისთვის - ”წარმატებული ფოტოგრაფი” ასევე დაწესებულია სპეციალური პრიზი.
კონკურსის გენერალური სპონსორია კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია პისიშოპჯი, რომელიც აჯილდოვებს 2 ნომინატს - ხალხის რჩეულ გოგონას გადაეცემა ლეპტოპი, ხოლო მის ფოტოგრაფს - სამსუნგის მობილური ტელეფონი Samsung Galaxy Note N7000.
მონაწილეებს სხვადასხვა წამახალისებელ პრიზებს გადასცმენ სპონსორები: ესთეთიკის ცენტრი ”ლოტუსი”, სილამაზის სალონი ”მელანჟი”, კომპანია ”ბაგრატიონი”, ღვინის კომპანია ” ბესინი ” და ფოტოლაიფსტუდიო.
ღონისძიების მასპინძელია შარდენის 6-ში მდებარე ჰუკა ლაუნჯი. ღონისძიებას გაუძღვებიან ნიკა გრიგოლია და დეა გელაშვილი. ღონისძიების მსვლელობა შეგიძლიათ იხილოთ ამვე გვერდზე ლაივსტრიმინგით.
რადიოპოზიტივის სტუმრები (ფოტოგრაფები, მოდელები) ფლეილისტი
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
რადიოპოზიტივი (FM 104.3) და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო, ცოცხალ და ხალისიან კონურსს - 16 დან 27 წლამდე გოგონებს გეძლევათ შანსი გახდეთ ”წლის პოზიტიური გოგონა”, აღმოჩნდეთ რადიოს სტუდიაში სტუმრად და ისაუბროთ თქვენზე, თქვენს მეგობრებზე და იდეებზე, ასევე მიიღოთ უმრავი პრიზი სხვადასხვა სპონსორისგან და ცხადია, საუკეთესო სტუდიური პორტფოლიო საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან. დაწესებულია 3 ნომინაცია: ”ხალხის სიმპთია”, ”ყველაზე პოზიტიური ღიმილი” და ”ყველაზე არაორდინალური გოგონა”, ასევე ”რადიო პოზიტივის რჩეული ფოტოგრაფი” იჩქარეთ, გაეცანით კონკურსს (იხ. მიმაგრებული ფაილი) და გვაჩვენეთ თქვენი ფოტოები! თქვენს პოპულარიზაციაზე კი ჩვენ ვიზრუნებთ! წარმატებებს გისურვებთ გოგონებო!