საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია წარმოგიდგენთ ფოტოპროექტს, რომლის გამოფენა გაიმართა 2010 წლის 29 აპრილს, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში.
ფოტოპროექტი "წეროვნის ფოტოდღიურები" რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა ფოტოსესიების სერიას წეროვნის დევნილთა დასახლებაში. ფოტოპროექტი განხორციელდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით.
ფოტოდღიურები ასახავს ფოტოგრაფთა თვალით დანახულ დევნილთა ცხოვრების ყოველდღიურობას. პროექტი უნიკალურია იმით, რომ ფოტოგადაღებები განხორციელდა ფოტოფირზე და დაიბეჭდა ხელით მონაწილეების მიერ პროექციული ბეჭდვის მეთოდით. ფოტოპროექტში მონაწილეობდა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი 12 ფოტოგრაფი: კახა ფხაკაძე, ზურაბ თვაური, ლიკა ლეჟავა, დიმიტრი ვალიშვილი, მარიტა მერკვილაძე, ნინი მელაძე, ინა ნერსესიანი, ქრისტინა ფირუმოვა, პაატა სივსივაძე, ანუკა ტეტელოშვილი, ირინა ანდრეევა, ნინო მღებრიშვილი. ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი, სადაც განთავსებულია ფოტო- და ვიდეო რეპორტაჟები.
პლეილისტი
ფოტორეპორტაჟი
ჟურნალ ”სტილში” გამოქვეყნებული მასალა