მე, როგორც საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი, ვეთანხმები და სრულად ვიზიარებ ამ კოდექსით დადგენილი ეთიკური ქცევის წესებსა და მორალურ ნორმებს, კერძოდ:
- ყოველთვის ვისწრაფვოდე ჩემი, როგორც ფოტოგრაფის პროფესიონალური განვითარებისა და სრულყოფისკენ;
- კოლეგების, საზოგადოების სხვა წარმომადგენლების, ასევე ჩემი ნამუშევრების შემფასებლების მიმართ ვიყო კორექტული, თავაზიანი, ლოიალური და კოლეგიალური;
- ვისწრაფვოდე, ჩემი ყველა ტიპის ფოტომომსახურება განვახორციელო ჩემი პროფესიონალური შესაძლებლობების უმაღლესი ხარისხით;
- ვისწრაფვოდე, ფოტოსაქმიანობაში ყველა ჩემი გარიგება დაფუძნებული იყოს კეთილსინდისიერებაზე;
- ყველგან და ყოველთვის დავიცვა სფა-ს ავტორიტეტი და საქმიანი რეპუტაცია;
- ფოტოგრაფიით დაინტერესებულ პირებს ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ჩემი შეხედულებისამებრ.
- ყოველთვის და სრულად დავიცვა სხვა ავტორთა საავტორო და მომიჯნავე უფლებები.
ამ კოდექსის ნორმებზე დამოწმება ადასტურებს ჩემს ნამდვილ ნებას, რომ ვაცნობიერებ და სრულად ვიზიარებ ასოციაციის წინაშე ჩემს პასუხისმგებლობას.