მომხმარებლის სურვილისა და მიზნების შესაბამისად, ასოციაციის პორტალზე რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია ასოციაციას მიმართოს ორგანიზაციაში გაწევრიანების თხოვნით.
ამ მიზნით, კანდიდატმა უნდა შეავსოს რეგისტრაციის განაცხადი და რეკომენდაცია - (იხ.ქვემოთ) და სკანირებული ხელმოწერილი დოკუმენტების ელექტრონული ვერსია პერსონალურ ფოტოსთან ერთად გადმოაგზავნოს ელ.ფოსტაზე: photographers.ge@gmail.com ან შევსებული სახით წარმოადგინოს ასოციაციის ოფისში (თბილისი, თამარაშვილის ქ. 15ა, მე-2 სართული +995 591 143185;
+995 599028530, +995 591 143175. თუ კანდიდატს არ ჰყავს რეკომენდატორი, აუცილებელია მასთან გასაუბრება პირადად, ასოციაციის ოფისში.
კანდიდატი ასევე უნდა დარეგისტრირდეს ამ პორტალზე. საწევროს დაფარვის შემდეგ მას მიენიჭება მოყვარულის ან პროფესიონალის სტტუსი და გაეხსნება პერსონალური გალერეა საკუთარი ფოტონამუშევრების ასატვირთად.
გაითვალისწინეთ, რომ ასოციაციაში გაწევრიანებისას უნდა მიუთითოთ სტატუსი: მოყვარული ან პროფესიონალი ფოტოგრაფი. პროფესიონალი ფოტოგრაფის სტატუსი მიენიჭება პირს, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ფოტოგრაფიული საქმიანობით მიღებული შემოსავალი. ყველა სხვა შემთხვევაში, წევრს მიენიჭება მოყვარული ფოტოგრაფის სტატუსი. განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ასოციაციის გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რაზეც განმცხადებელს ეცნობება ელფოსტის საშუალებით. წევრი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გადაიხადოს წლიური საწევრო გადასახადი.
საწევრო შენატანი
მოცემულ ეტაპზე სფა-ს გამგეობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის პირველი იანვრიდან საწევრო შენატანის წლიური ოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
ა) ფიზიკური პირი: პროფესიონალი ფოტოგრაფი-(წლიურად) 90 ლარის ოდენობით;
ბ) ფიზიკური პირი: მოყვარული ფოტოგრაფი-(წლიურად) 55 ლარის ოდენობით;
ბ) ინდივიდუალური მეწარმე-(წლიურად) 250 ლარის ოდენობით;
გ) არასამეწარმეო იურიდიული პირი (NGO)- (წლიურად) 150 ლარის ოდენობით;
დ) სამეწარმეო იურიდიული პირი-(წლიურად) 400 ლარის ოდენობით.
საწევროს გადახდის წესი:
* საწევრო შენატანის გადახდა უნდა განხორციელდეს წლიურად, ერთჯერადად, ასოციაციის საბანკო ანგარიშზე უნაღდო
ანგარიშსწორებით;
* წევრი წინასწარ ფარავს საწევრო შენატანს.
* წესდებით გათვალისწინებული გარემოებების - წევრობის შეწყვეტის ან შეჩერებისას, გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
* შეწყვეტილი წევრობის აღსადგენად მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს წინა წლის წლიური საწევროს ოდენობის სრული საფასური და აღდგენის წლის მიმდინარე წლიური გადასახადი.
სფა-ს წევრს ეძლევა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა (უფასოდ) და სფა-ს სამკერდე ნიშანი (ფასი 5 ლარი).
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია
ს/კ: 205266317
TBC ბანკი
ბანკის კოდი - TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში: GE75TB3726636020100007 /GEL
ბანკში საწევროს გადახდისას აუცილებელია გადამხდელის ვინაობის (სფა-ს წევრის სახელი და გვარი), ასევე გადახდის დანიშნულების ("საწევრო გადასახადი") მკაფიოდ მითითება
სარგებელი
ასოციაციის წევრს სფა-ს ვებ-პორტალზე მინიჭებული აქვს ფოტოგრაფის (მოყვარული ან პროფესიონალი) სტატუსი. იგი:
- ქმნის პირად ფოტოგალერეას (მოყვარული -50 ფოტო, პროფესიონალი - 80 ფოტო), სარგებლობს ფორუმით;
- სარგებლობს ელექტრონულ-საინფორმაციო ბაზის ზოგადი და სპეციალური სექტორებით;
- მონაწილეობს ასოციაციის მიერ გამართულ მასტერკლასებში;
- მონაწილეობს ასოციაციის ინიციტივით გამართულ ფესტივალებსა და გამოფენებში;
- პერსონალური გამოფენების ორგანიზებაში ასოციაციისგან იღებს სხვადასხვა სახის პრაქტიკულ დახმარებას;
- პერსონალური გამოფენებისას ასოციაციისგან აქვს საინფორმაციო მხარდაჭერა;
- შეუძლია ასოციაციის ეგიდით გამართულ ინტერნეტ-ვიდეოგადაცემებში მონაწილეობა;
- შეუძლია ასოციაციის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში მონაწილეობა;
- სარგებლობს მნიშვნელოვანი შეღავათებით ფოტომომსახურებაზე;
- საავტორო უფლებების დაცვის კუთხით სარგებლობს ასოციაციის უფასო იურიდიული კონსულტაციებით და სურვილის შემთხვევაში ადვოკატის მომსახურებით შეღავათიან ფასებში;
- აკრედიტაციების მსურველს შესაბამის ორგანიზაციებში ასოციაცია უწევს რეკომენდაციას.
ნებისმიერი კითხვის ან პრობლემის წარმოშობისას მიმართეთ პორტალის ადმინისტრატორს ელფოსტაზე photographers.ge@gmail.com ან ონლაინ რეჟიმში admin.apg