მომხმარებლის სურვილისა და მიზნების შესაბამისად, ასოციაციის პორტალზე შესაძლებელია რეგისტრაცია 3 სტატუსით: ხელმომწერი, მოყვარული ფოტოგრაფი, პროფესიონალი ფოტოგრაფი. სამივე შემთხვევაში, პირველ რიგში, საჭიროა პირველადი რეგისტრაციის პროცედურის გავლა. პორტალი ინტეგრირებულია სოციალურ ქსელ Facebook-თან, რაც იძლევა საშუალებას, სურვილის შემთხვევაში, მინიმალური მოქმედებით მოახდინოთ რეგისტრაცია. ამავე დროს, შესაძლებელია, Facebook-ის გვერდის ავლით რეგისტრაცია.
1. რეგისტრაცია Facebook-ის გამოყენებით:
უპირატესობა: რეგისტრაციის სიმარტივე, მინიმალური მოქმედებები, არ გჭირდებათ მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანა, იმეილის მითითება და შემდგომი ვერიფიკაცია.
უარყოფითი მხარე: Facebook-ზე არასანქცირებული შეღწევის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია პორტალზე პერსონალური გალერეის არასანქცირებული რედაქტირება. თუ თქვენ დარეგისტრირდბით ამ მეთოდით, სურვილის შემთხვევაში ვეღარ დარეგისტრირდებით მეორე (იხ. მე-2 მეთოდი) მეთოდით.
ამ შემთხვევაში თქვენ უნდა იყოთ Faceebook-ის რეგისტრირებული მომხმარებელი. პორტალის მთავარ გვერდზე აირჩიეთ ”რეგისტრაცია” ან ”შესვლა”, აირჩიეთ ღილაკი Facebook
სისტემა შემოგთავაზებთ Facebook-ზე პორტალის აპლიკაციაზე დათანხმებას, დასტურის შემდეგ კი მოხდება თქვენი იმეილის და ნიკნეიმის ავტომატური გადმოტანა.
რეგისტრაციის ბოლო ეტაპზე საშუალება გაქვთ გაარედაქტიროთ სახელი, გვარი და სხვა მონაცემები, ატვირთოთ პერსონალური ფოტო და ღილაკით ”შენახვა” დაასრულოთ რეგისტრაციის პროცედურა.
ამ ერთჯერადი პროცედურის შემდეგ, ყოველს ვიზიტზე (შესვლა ღილაკით Facebook) სისტემა ავტომაურად მოახდენს თქვენს იდენტიფიცირებას ხელმომწერის სტატუსით. თქვენ ელფოსტაზე სისტემატურად მიიღებთ პორტალზე განთავსებულ სიახლეებს ფოტოგრაფიის სფეროში და გექნებათ საშუალება პორტალის ფოტოგალერეაში განთავსებულ ფოტოებზე გააკეთოთ კომენტარები. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ მოყვარული ან პროფესიონალი ფოტოგრაფის სტატუსი (ბმული)
2. რეგისტრაცია Facebook-ის გარეშე (უნიკალური)
ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა Facebook-ზე ანგარიში, პორტალის მთავარ გვრდზე ღილაკ ”რეგისტრაციის” არჩევით გადიხართ დამოუკიდებელ რეგისტრაციას სისტემაში.
კორექტულად შეავსეთ მოცემული ველები, გაეცანით პორტალის პირობებს და თანხმობის შემთხვევაში, მონიშნეთ შესაბამისი ველი. ყურადღება მიაქციეთ ელფოსტას - თუ მიუთითებთ იმ ელფოსტას, რომელსაც Facebook-ზე იყენებთ, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პორტალზე Facebook-ით შესვლისას სისტემა გააიგივებს თქვენს ანგარიშს, როგორც Facebook-ის მომხმარებლისას. სხვა მეილის მითითების შემთხვევაში, გაიგივება არ მოხდება. ყველა შემთხვევაში, ამ ტიპის რეგისტრაციისას პორტალზე ყოველი შესვლისას შესაბამის ველებში უნდა მიუთითოთ ელფოსტა და პაროლი. რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება მითითებული ელფოსტიდან ვერიფიკაციის მოხდენის შემდეგ.
გახსოვდეთ, რომ თქვენი იდენტიფიცირება სისტემაში ხდება უნიკალური ელფოსტის საშუალებით. ნებისმიერი კითხვის ან პრობლემის წარმოშობისას მიმართეთ პორტალის ადმინისტრატორს ელფოსტაზე photographers.ge@gmail.com
რეგისტრციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მოგვმართოთ ონლაინ რეჟიმში admin.apg