2018 წლის 30 მარტს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო ფოტოგამოფენის „საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი 2017” საზეიმო გახსნის ცერემონია. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო ფოტორაუნდის „საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი 2017” საუკეთესო ფოტონამუშევრები. ფოტორაუნდი FIAP-ის (Federation of International Art Photography) პატრონაჟით ჩატარდა და სამ სალონს მოიცავდა: „მე-2 საერთაშორისო ფოტოსალონი Georgian Drag 2017”, „მე-2 საერთაშორისო ფოტოსალონი კარპატების ფოტოვერნისაჟი 2017” და „პირველი საერთაშორისო ფოტოსალონი აზერბაიჯანი 2017”.
2018 წლის 30 მარტს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (თბილისი, გუდიაშვილის #7) გაიმართება საერთაშორისო ფოტოგამოფენის „საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი 2017” საზეიმო გახსნის ცერემონია. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ფოტორაუნდის „საქართველო-უკრაინა-აზერბაიჯანი 2017” საუკეთესო ფოტონამუშევრები. ფოტორაუნდი FIAP-ის (Federation of International Art Photography) პატრონაჟით ჩატარდა და სამ სალონს მოიცავდა: „მე-2 საერთაშორისო ფოტოსალონი Georgian Drag 2017”, „მე-2 საერთაშორისო ფოტოსალონი კარპატების ფოტოვერნისაჟი 2017” და „პირველი საერთაშორისო ფოტოსალონი აზერბაიჯანი 2017”. ფოტორაუნდში წარმოდგენილი იყო 383 ავტორის 5292 ფოტონამუშევარი 57 ქვეყნიდან. საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია 4146 ნამუშევარი, მათგან 158 ფოტო დაჯილდოვდა. ფოტონამუშევრები წარდგენილი იყო ოთხ სექციაში: „თავისუფალი თემა შავ-თეთრი”, „თავისუფალი თემა ფერადი”, „ხალხი”, „პეიზაჟი”. თითოეულ სექციაში გაიცა FIAP-ის ოქროს, სალონის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, საპატიო ჯილდოები (FIAP Honorable Mentions) და სამი სალონის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი) დიპლომები (დაჯილოებულთა სია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში, ანდა პორტალზე www.photo-forum.eu); ასევე გამოვლინდა თითოეული სალონის საუკეთესო ავტორი (FIAP Blue Badge for the Best Author of the salon). ფოტორაუნდის ფარგლებში გამოიცემა კატალოგი, რომელიც ფინალში გასულ მონაწილეებს და გამარჯვებულებს დაეგზავნებათ ჯილდოებთან ერთად. ანალოგიური ფოტოგამოფენა მოეწყობა აზერბაიჯანსა და უკრაინაში. გამოფენას დაესწრებიან აზერბაიჯანელი და უკრაინელი ფოტოგრაფები. ისინი საქართველოს ფოტოტურითაც მოივლიან, 31 მარტს კი თბილისში გაიმართება საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრების, უკრაინელი და აზერბაიჯანელი ფოტოგრაფების შემოქმედებითი შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იქნება სამივე ქვეყნის ფოტოგრაფთა ნამუშევრების ელექტრონული პრეზენტაციები.
საკონტაქტო პირი: www.photographers.ge www.photo-forum.eu photographers.ge@gmail.com |