საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციამ 2016 წლის 14-16 მარტს აზერბაიჯანში მეორე საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი ყოველწლიურად აღსუს რაიონში, სოფელ გეგელში იმართება და ბაირამობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციებს წარმოადგენს. სამდღიან ფესტივალში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, ინდოეთის, თურქეთის, საქართველოს და სხვა ქვეყნების ფოლკლორული ჯგუფები და ფოტოგრაფთა ასოციაციები.. უახლოეს მომავალში აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ფესტივალისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენები გაიმართება.
სფა ფოლკლორულ ფესტივალში გასულ წელსაც მონაწილეობდა. ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრები თურქი და აზერბაიჯანელი კოლეგების ფოტოებთან ერთად გასული წლის მაისში თურქეთის ქალაქ კონიაში გამოიფინა.