2015 წლის 29 დეკემბერს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციამ სამი წევრი ფოტოგრაფი საერთაშორისო და ნაციონალური საკვალიფიკაციო სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
ივერი ჯანეზაშვილს, თეონა ქორიძესა და ბესარიონ ჩახვაძეს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ნაციონალური სერტიფიკატი Master of APG, ევროპის ფოტოგრაფთა ფედერაციის EP (European Photographer) სერტიფიკატი გადაეცათ.
სამივე დაჯილდოვებულის საკონკურსო ფოტოები საერთაშორისო ჟიურიმ განიხილა. Master of APG აღიარებულია ევროპის ფოტოგრაფთა ფედერაციის მიერ, შესაბამისად, სამივე კონკურსანტს EP სერტიფიკატი მიენიჭათ.
საკონკურსო ნამუშევრები განიხილა ჟიურიმ შემდეგი შემადგენლობით:
რაუფ უმუდოვი - აზერბაიჯანის ფოტოგრაფთა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, სამხატვრო ხელმძღვანელი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფოტოგრაფი და ექსპერტი ფოტოგრაფიაში;
სერგეი აკოფიანი - სომხეთის ფოტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი , აღმოსავლეთ პარტნიორობის ფოტოგრაფი და ექსპერტი ფოტოგრაფიაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ონლაინ ფოტოსკოლის მასწავლებელი;
კახა ფხაკაძე - საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის თავმჯდომარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფოტოგრაფი და ექსპერტი ფოტოგრაფიაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ონლაინ ფოტოსკოლლის მასწავლებელი, მინიჭებული აქვს M_APG და EP კვალიფიკაციები;
გიორგი ჯაველიძე - ფოტოგრაფი, პროფესორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფოტოგრაფი და ექსპერტი ფოტოგრაფიაში, მინიჭებული აქვს M_APG და EP კვალიფიკაციები;
მზია ლეკვეიშვილი - ფოტოგრაფი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფოტოგრაფი და ექსპერტი ფოტოგრაფიაში, მინიჭებული აქვს M_APG და EP კვალიფიკაციები, ასევე FEP-ის წლის ფოტოგრაფი 2014-ის გამარჯვებული ჟანრულ ფოტოგრაფიაში, საერთაშორისო და უკრაინის ოქროს მედლები პორტრეტსა და ჟანრულ ფოტოგრაფიაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ონლაინ ფოტოსკოლლის მასწავლებელი.
ცნობისთვის: დღეისთვის რვა ფოტოგრაფს (საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრ 8 ფოტოგრაფს) მინიჭებული აქვს ევროპის ფოტოგრაფთა ფედერაციის EP სერტიფიკატი, ასევე 8 ფოტოგრაფს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის Master of APG სერტიფიკატი.