საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია (სფა) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიონალური და სამოყვარულო ფოტოგრაფიის სფეროს განვითარება. სფა დაარსდა 2008 წლის ნოემბერში და არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია.
ჩვენი მიზნებია:
ასოციაციის მიზანია საქართველოში პროფესიონალური და სამოყვარულო ფოტოგრაფიის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მისი პრაქტიკული განხორციელება.
ასოციაციის ამოცანებია:
- ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დარგის, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესწავლა, მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების მეთოდური კვლევა, მეთოდოლოგიის შემუშვება, ინოვაციური სტრატეგიების შემუშავება და იმპლემენტაცია;
- ფოტოგრაფიის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;
- მოზარდ-ახალგაზრდობაში ფოტოგრაფიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
- ფოტომოყვარულთათვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ბაზის ჩამოყალიბება;
- ფოტომოყვარულთა დახელოვნებისთვის სპეციალური ინტერნეტპორტალების შექმნა, ვირტუალური გალერეების საშუალებით მათი ნამუშევრებისთვის საზოგადოებისთვის გაცნობა, უცხოელ კოლეგებთან შემოქმედებითი კავშირების უზრუნველყოფა და საქმიანი კონტაქტების ჩამოყალიბება;
- ფოტომოყვარულთათვის საერთაშორისო ფოტოკონკურსებში მონაწილეობის მიღების მიზნით საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება;
- ქართული ფოტოხელოვნების სხვადასხვა უცხოურ შემოქმედებით კავშირებში ინტეგრაცია;
- საქართველოში მოქმედი ფოტოსერვის-ცენტრების ბაზრის შესწავლა, მომსახურების სფეროების დახვეწისთვის ხელშეწყობა და რეკომენდაციების გაცემა;
- ფოტოხელოვნებასთან დაკავშირებული პერიოდიკის გამოცემა;
- კონკურსების, გამოფენების, ფესტივალების ორგანიზება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
- ავტორთა საავტორო უფლებების დაცვის არსებული მდგომარეობის შესწავლა აღნიშნულ სფეროში და რეკომენდაციების გაწევა;
- აღნიშნულ სფეროში მოქმედი ინტერნეტპორტალების არსებული ბაზის შესწავლა, მათ შორის, მათ მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის ანლიზი და რეკომენდაციების გაწევა;
- აღნიშნულ სფეროში მოქმედი კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების კოორდინაციების ხელშეწყობა;
- ფოტოხელოვანთა შემოქმედებით პროცესში მათი უფლებების შელახვის წინააღმდეგ პრევენციული და ინფორმაციული ღონისძიებების კომპლექსური შემუშავება და გატარება;
- ასოციაციის ეთიკის კოდექსის შემუშავება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, არ იღებს არანაირ შეკვეთას ფოტომომსახურებაზე და არ ავრცელებს მას თავის წევრებს შორის.
ასოციაციის ვებ-პორტალის შექმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრინციპია ის, რომ შემკვეთი თავად ირჩევს სფა-ს ვებ-პორტალზე გაწევრებულ ფოტოგრაფს კონკრეტული შეკვეთის შესრულების მიზნით და პირდაპირ უკავშირდება მას, ასოციაციისთვის ყოველგვარი გადასახადის გარეშე.
სფა-ს იურიდიული მისამართი: თბილისი, 0186, ვაჟა-ფშაველას გამზირი, 3 კვარტალი, 27ა კორპუსი, ბინა 12
ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ყაზბეგის გამზირი 3ა
ტელეფონი: (+995) 599 028530; (+995) 591 143185; (+995) 591 143175
ელ. ფოსტა: photographers.ge@gmail.com