პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა ფოტოგრაფი ისე ყიდის ფოტონამუშევარს, რომ მყიდველთან არ აფორმებს სათანადო ხელშეკრულებას. ასეთ შემთხვევებში მყიდველი შეხედულებისამებრ იყენებს ფოტოს სხვადახსვა მიზნით, რაც საბოლოოდ ავტორსა და მას შორის დავის საგანი ხდება. წინამდებარე ხელშეკრულების ნიმუში საშუალებას მოგცემთ იურიდიულად გააფორმოთ ავტორის ფოტოგრაფიული ნაწარმოების შეძენა და გამოყენების კონკრეტული პირობები, რითაც თავიდან აიცილებთ სხვადასხვა სახის გაუგებრობებს. ხელშეკრულების გაფორმების კიდევ ერთი დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ მყიდველს ექნება ნათელი წარმოდგენა თუ რა უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა შეძენილ ნაწარმოებზე.
გადმოწერეთ ხელშეკრულების ტიპური ფორმა ქვემოთ მოცემულ ბმულზე.