29 სექტემბრიდან Photolife Studio გიწვევთ სრულიად ახალ, advanced კურსს "იმპულსური მინისტუდია დიდი შესაძლებლობებით"
კურსი და სასწავლო პროგრამა საშუალებას იძლევა, მინიმალური დანახარჯებით ააწყოთ მობილური სტუდია სრულფასოვანი იმპულსური შუქით, ისწავლოთ მასთან მუშაობა სხვადასხვა სიტუაციაში, ინტერიერი, ქორწილი, ივენთის რეპორტაჟი, კომპანიებში ადგილზე საიმიჯო ფოტოები, საკვები რესტორნებსა და კაფეებში, ბავშვების გადაღება არამარტო სტუდიაში, არამედ სახლშიც, მოდელის ფოტოგრაფირება ზღვაზე თუ ტყეში (პლენერზე) და კიდევ ნებისმიერ ლოკაციაზე.
გაარკვევთ რა უნდა შეიძინოთ, როგორ დაარეგულიროთ, მართოთ, დაასინქრონოთ. დეტალურად გავივლით შუქის გამოყენების პირობებს, განათების სხვადასხვა სქემებს, სად რომელი შეიძლება და რომელი არა. საფუძვლიანად შეისწავლით შერეულ და კომბინირებულ შუქთან მუშაობას.
სწავლა დაიწყება 2018 წლის 29 სექტემბერს, 12 საათზე. მეცადინეობა შაბათობით. გაკვეთილის ხანგრძლივობა 3 სთ. მასწავლებელი კახა ფხაკაძე. გაიცემა მეორე დონის (advanced) სერთიფიკატი. კურსის ფასი 700 ლარი. განვადება და ეტაპობრივი გადახდა ამ კურსზეც შესაძლებელია.
თბილისი, ყაზბეგის 3ა. ადგილები შეზღუდულია.
კურსზე ჩასაწერად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: photolife.ws@gmail.com, 591143185, 599028530.
კურსის პროგრამა
გაკვეთილი 1
ა) რას წარმოადგენს მინისტუდია, რა დანიშნულებით შეიძლება მისი გამოყენება, კომპლექტაცია, დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ბ) ამოცანის დასმა კომპლექტაციია დაწყებისას. კონფიგურაციის თავისებურებები.
გ) პრაქტიკული სამუშაოები
გაკვეთილი 2
ა) ფლეშ-სანათების სახეები და მათი მუშაობის პრინციპები. განსხვავებები და საერთო პარამეტრები.
ბ) როგორ შევარჩიოთ ფლეშ-სანათები მინისტუდიისთვის. კონსტრუქციის მინიმალური მოთხოვნები. მათი შეძენის წყაროების განხილვა მწარმოებლების მიხედვით.
გ) მოძველებული სისტემის არარეგულირებადი ფლეშ-სანათების გამოყენების შესაძლებლობები.
დ) განხილულ საკითხებზე პრაქტიკული გადაღებები.
გაკვეთილი 3
ა) ფლეშ-სანათების დამაგრების საშუალებები, სადგამები და ტრანსპორტირების საშუალებები.
ბ) კამერასთან ფლეშ-სანათების კონტაქტური და უკონტაქტო სინქრონიზაციის საშუალებები. სინქრონიზატორების მიმოხილვა, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
გ) როგორ მოვარგოთ პილოტური შუქი მინისტუდიის წყაროებს.
დ) განხილულ საკითხებზე პრაქიკული სამუშაოები.
გაკვეთილი 4
ა) ფლეშ-სანათების ძირითადი პარამეტრები, არარეგულირებადი სანათების რეგულირების საშუალებები.
ბ) შუქის მოდიფიკატორები, მათი ნაირსახეობები, ამოცანის მიხედვით მოდიფიკატორების შერჩევა.
გ) მოდიფიკატორების და ფლეშ-სანათების შეერთების მოწყობილობები.
დ) განხილულ საკითხებზე პრაქტიკული სამუშაოები
გაკვეთილი 5
ა) ფოტოკამერის საბაზისო პარამეტრები, სიქრონიზაცია, რეჟიმები.
ბ) შუქი, როგორც გამომსახველობით საშუალება. უხეში და რბილი შუქი. მათი დახასიათება, თვისებები, მიღების გზები და საშუალებები. მხატავი და შემავსებელი შუქი. საბაზისო კონსტრუქციის ლოგიკა.
გ) მოდელირების და კონტრშუქის დანიშნულება. მიღების გზები, საბაზისო კონსტრუქციის ლოგიკა. ფონის შუქი.
დ) განხილულ საკითხებზე პრაქტიკული სამუშაოები
გაკვეთილი 6
ა) მინისტუდიის გამოყენება კამერალურ პირობებში (დახურულ სივრცეში). ჟანრის თავისებურებები (ინტერიერი, ინდივიდუალური და ჯგუფური პორტრეტი, ფუდ-ფოტოგრაფია, რეპორტაჟი, საგნობრივი ფოტოგრაფია, საბავშვო ფოტოგრაფია).
ბ) პორტრეტი თეთრ და შავ ფონზე.
გ) ფართე და ვიწრო შუქის ტექნიკა.
დ) განხილულ საკითხებზე პრაქტიკული გადაღებები.
გაკვეთილი 7
ა) განათების სხვადასხვა სქემა - „პეპელა“, „მარყუჟი“, „რემბრანტი“.
ბ) სქემების გამოყენების მიზნობრივი საკითხების განხილვა.
გ) მუშაობა შერეულ შუქთან
დ) განხილულ საკითხებზე პრაქიკული გადაღებები.
გაკვეთილი 8
ა) სხვადასხვა ფერის ტემპერატურის წყაროებით ფოტოგრაფირება.
ბ) დეკორატიული და ფერადი ფილტრების გამოყენება მინისტუდიის პირობებში.
გ) მაღალ და დაბალ გასაღებში ფოტოგრაფირება
დ) პრაქტიკული გადაღებები.
გაკვეთილი 9
ა) მინისტუდიის დანიშნულება პლენერზე ფოტოგრაფირებისას.
ბ) პლენერზე მინისტუდიით მუშაობის სპეციფიკაციები, კამერის პარამეტრებისა და იმპულსური წყაროების სიმძლავრეების განსაზღვრა.
გ) ფოტოგრაფირება მეორე ფარდაზე. გამოყენების სფეროები.
დ) პრაქტიკული ფოტოგადაღებები.
გაკვეთილი 10
ა) სპეცეფექტები მინისტუდიით მუშაობის პირობებში.
ბ) სპეცეფექტების დანიშნულება, გამოყენების სფეროები.
გ) სპეცეფექტების მიღების საშუალებები.
დ) პრაქტიკული ფოტოგადაღებები.