PHOTOLIFE STUDIO გიწვევთ ფოტოშოპის შემსწავლელ 3-თვიან კურსზე. მოცემული კურსი მოიცავს ციფრული გამოსახულების პოსტდამუშავების იმ საკითხებსა და ეტაპებს, რაც უშუალოდ უკავშირდება ფოტოგრაფიას. კურსი გათვლილია როგორ დამწყებ, ასევე გამოცდილ ფოტომოყვარულებზე. სასწავლო პროგრამაში ძირითადი ყურადღება დათმობილი აქვს ფერისა და ტონის კორექციის, ნიღბების, შრეებისა და არხების, ტექნიკური და მხატვრული რეტუშირების, ბეჭდვისა და ინტერნეტსივრცისთვის გამოსახულების მომზადების საკითხებს ისეთ პოპულარულ და აღიარებულ პროგრამაში, როგორიცაა Adobe Photoshop CC.
სწავლა დაიწყება 26 თებერვალს, 18 საათზე. სემინარები ჩატარდება კვირაში ერთხელ, კვირაობით. მსმენელები სასწავლო პროგრამის მიხედვით, პრაქტიკულად შეისწავლიან ფოტოშოპის საფუძვლებს და შეასრულებენ კონკრეტულ დავალებებს. კურსს ჩაატარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ფოტოსკოლის პედაგოგი, ფოტოგრაფიის ექსპერტი, ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის წევრი - სერტიფიცირებული ფოტოგრაფი კახა ფხაკაძე.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
კურსებზე ჩაწერის მსურველებმა განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: photolife.ws@gmail.com . განაცხადში მითითებული უნდა იყოს კურსის დასახელება, აპლიკანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;
სწავლების მთლიანი კურსის ღირებულებაა 800 ლარი.
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბახტრიონის 7ა, ოთახი 3, (პიცერია "დირომასთან").
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ემაილზე ან ტელეფონზე: 2183166, 591 143185
კურსის სასწავლო პროგრამა იხილეთ ბმულზე
კურსის უპრეცენტო განვადებით შეძენა იხილეთ ბმულზე