აღმოსავლეთ პარტნიორობის ფოტოკონკურსის «Photoman-2013» გამარჯვებულები გამოვლენილია
საერთაშორისო ფოტოკონკურსი, რომელიც Facebook-ის აპლიკაციაზე ინტერნეტ-რეალითი შოუს ფორმატში მიმდინარეობდა და მიმართული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდასაჭერად, დასრულდა. კონკურსი ევროკავშირის პროექტის ”ყურადღება, გაიღიმეთ!” ფარგლებში ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ექვსი ქვეყნის ფოტოგრაფები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მათ მცირე დროში უნდა გადაეღოთ ფოტოები მოცემული დავალების მიხედვით და მოეზიდათ მაქსიმალური მხარდამჭერები და გულშემატკივრები.
სამი ტურის განმავლობაში საკონკურსო ფოტოებს Facebook-ის მომხმარებლები აფასებდნენ, ბოლო ტურში კი, რომლის თემა გახლდათ ”ცვლილებები”, გადამწყვეტი ხმა მიეცათ თავად კონკურსანტებს, რამაც არსებითი გარდატეხა მოახდინა კონურსის შედეგებზე. ოთხი ტურის შედეგად, გამოვლინდა ექვსი გამარჯვებული - თითო გამარჯვებული თითო მონაწილე ქვეყნიდან. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ დაწესებული გრანპრი - ფოტოკამერა Canon 6D 24-105მმ ობიექტივით მოიპოვა ქართველმა მონაწილემ მინდია ჩარქსელიანმა. სომხეთიდან გამარჯვებული გახდა არმან არუთუნიანი, რომელიც ჩარქსელიანს მინიმალური სხვაობით ჩამორჩა და პრიზად ერგო კომპანია GDesign-ის (სომხეთი) მიერ დაწესებული პრიზი - სავიზიტო საიტის დამზადება. რომან რიბალოვი მოლდოვადან მიიღებს VelbonCX ფოტოშტატივს და კომპანია GVN-ის დაწესებულ ფოტოჩანთას. რაშად მეჰდიევს (აზერბაიჯანი) გადაეცემა პორტატული ვიდეოკამერა და პორტატული რაცია Midland კომპანია Skylink-სგან (საქართველო). უკრაინელი გამარჯვებული ანდრეი პოგრებნოი მიიღებს აზერბაიჯანის ფოტოგრაფთა გაერთიანების მიერ დაწესებულ Manfrotto-ს შტატივს, ხოლო ბელარუს კონკურსანტებს შორის გამარჯვებული რუსლან გლუშჩენკო - Amadeus Travel Lufthansa City Center-ის (მოლდოვა) მიერ დაწესებულ Lowepro-ს ზურგჩანთას.
ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის 15-15 გამარჯვებულს გადაეცემა აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ონლაინ ფოტოსკოლაში http://photo-school.eu პილოტურ კურსზე უფასო სწავლების სერტიფიკატი. კურსის დასრულების შემდეგ მათ გადაეცემათ აღმოსავლეთ პარნიორობის ექვსი ქვეყნის ფოტოგრაფთა ასოციაციების მიერ დამტკიცებული სერტიფიკატები.
კონკურსის უმეტეს მონაწილეთა აზრით, «Photoman-2013» შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა სხვადასხვა ქვეყნებში თანამოაზრეთა მოსაძიებლად, შემოქმედებითი ურთიერთობების დასამყარებლად და ახალი მეგობრების შესაძენად. ფეისბუკის სპეციალურ ჯგუფში კონკურსანტები ერთმანეთის ფოტონამუშევრებს იხილავდნენ, ერთმანეთს ეცნობოდნენ, ბელარუსი რუსლან გლუსჩენკო კი ერთხმად იქნა აღიარებული, როგორც ფოტომანის სული და გული, რისთვისაც მას კომპანია ”რიფტურისგან” (ბელარუსი) სპეციალური პრიზი გადაეცა: შემოქმედებითი უქმეები ბელარუსის ერთ-ერთ ეროვნულ პარკში, პეიზაჟის ჟანრში და ველური ცხოველების ფოტოგადაღებაში ინდივიდუალური მასტერკლასი ბელარუსის ფოტოგაერთიანება ”ფოტოისკუსტვოს” თავმჯდომარე სერგეი პლიტკევიჩისგან.
«Photoman-2013» ქართველი გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება Hookah Lounge-ში (თბილისი) 4 თებერვალს, ბელარუსში კი კონკურსის გამარჯვებულებს 14 თებერვალს მ.სავიცკის სახელობის გალერეაში, ”ფოტოისკუსტვოს” მიერ გამართულ გამოფენაზე დააჯილდოვებენ.
ოთხივე ტურის საკონკურსო ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ აპლიკაციაზე https://apps.facebook.com/photomann/. პირველი ტურის დავალება გახლდათ ”ჩემი სამყარო”, მეორე ტური - ” წინასაახალწლო აურზაური”, მესამე ტური - ”ქუჩა სავსეა მოულოდნელობებით”, და მეოთხე ტური - ”ცვლილებები”
ფოტომანი 2013-ის საზეიმო დახურვის პირდაპირი ტრანსლაციის ჩანაწერი (4 თებერვალი)
რადიოპოზიტივის ეთერში პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |