მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ქუთისის მერიაში ფოტოკონკურს ”ილო 2013” -ს გახსნის ღონისძიება გაიმართა. წლევანდელი კონკურსის თემაა ”ქუთაისი-გუშინ, დღეს, ხვალ”. კონკურსი 2007 წლიდან ტარდება მერიის კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით. ეს კონკურსი ქუთაისელი ფოტოგრაფის - ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.
ფოტოკონკურსის მიზანია ნიჭიერი ფოტოხელოვანების გამოვლენა და ამ სფეროს განვითარების ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილება შეუძლიათ როგორც დამწყებ ფოტომოყვარულებს, ასევე პროფესიონალ ფოტოგრაფებს. კონკურსში გამარჯვებული 3 საპრიზო ადგილისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები: 1000, 700 და 500 ლარი. ასევე დაგეგმილია საუკეთსო ფოტონამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოშვება.
2011 წლიდან კონკურსს ახალი ნომინაცია - ”ხალხის სიმპთია” დაემატა, რომლის გამარჯვებულიც ფეისბუქის გვერდზე განთავსებული ფოტოების შეფასებით ვლინდება. ის პრიზის სახით 300 ლარს მიიღებს.
კონკურსში განაცხადების მიღება 25 ოქტომბერს დასრულდება, გამარჯვებულთა ვინაობა კი 1 ნოემბერს გახდება ცნობილი.
წარმატებებს ვუსურვებთ კონკურსანტებს!