მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე. "თბილისი არტ-ჰოლში" გაიმართება სფა-ს წევრების, რეჟისორების გიორგი მინდიაშვილისა და შალვა კოსტავას ფილმის "მინდიაანთკარის" პრემიერა.
ეს გახლავთ, საქართველოში პირველი ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი ქართული გვარის მინდიაშვილის შესახებ და მისი სახელწოდებაა - მ ი ნ დ ი ა ა ნ თ კ ა რ ი. ფილმის გადაღება მიმდინარეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: ქართლში, კახეთში, იმერეთში, რუსთავში, ქუთაისსა და თბილისში.
ფილმის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.