ა.წ. 15 მაისს ბაქოში (აზერბაიჯანი) საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრთა მეორე ფოტოგამოფენა გაიხსნება, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისო ფოტოდღეების ”3X50” ფარგლებში იმართება. ექსპოზიცია ორი ნაწილისგან შედგება: წარმოდგენილი იქნება როგორც ქართველი ფოტოგრაფების თვალით დანახული აზერბაიჯანი, ისე სფა წევრთა მიერ თავისუფალ ჟანრში შესრულებული ფოტონამუშევრები.
14 მაისს ფოტოდღეები გაიხსნება საერთაშორისო კონკურსის” უკრაინა-საქართველო აზერბაიჯანი 2017” გამარჯვებულთა ფოტოგამოფენით. კონკურსი FIAP-ის პატრონაჟით ჩატარდა და მასში 57 ქვეყნიდან 383 ავტორის 5292 ფოტო იყო წარმოდგენილი. ფოტოგამოფენაში უცხოელ ავტორებთან ერთად წარმოდგენილია ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებიც. 16 მაისს ფოტოდღეებს დაასრულებს კვიპროსელი ფოტოგრაფის პერსონალური ფოტოგამოფენა.