ა.წ. 6-9 ივლისს მალატიაში, არაპგირში (თურქეთი) მესამე ფოტოკემპი ჩატარდა, სადაც თურქ და აზერბაიჯანელ ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენლები კახა ფხაკაძე და ნინო მღებრიშვილი.
ოთხი დღის განმავლობაში ფოტოკემპში ასეულობით ადგილობრივი მოსახლე და თურქეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ფოტოგრაფები იკრიბებოდნენ. დღისით სხვადასხვა ლოკაციებზე ფოტოტურები იმართებოდა, საღამოობით კი ბანაკში 30-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევრების ელექტრონული პრეზენტაცია ეწყობოდა; მაშ შორის, ნაჩვენები იქნა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრთა ნამუშევრების ელექტრონული გამოფენაც.
ფოტოკემპის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სფა-ს წარმომადგენლებმა მავსად-ის (მალატიის ფოტოგრაფთა ასოციაცია) წარმომადგენლებს და არაპგირის მუნიციპალიტეტს სამახსოვრო დიპლომები და ფოტოალბომები გადასცეს, თავად კი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ.
ფოტოკემპის ფარგლებში გადაღებული ნამუშევრების გამოფენა შემოდგომაზე სტამბულში გაიმართება.