ა.წ. 30 ნოემბერს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ფოტოსალონის "Georgian Drag 2016" გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია და ფოტოგამოფენა გაიმართა, რომელზეც ფოტოკონკურსში მონაწილე ფოტოგრაფების ჯილდოებზე ნომინირებული ნამუშევრები იქნა წარმოდგენილი.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციამ საერთაშორისო ფოტოსალონი Georgian Drag 2016 FIAP-ის (Federation of International Art Photography) პატრონაჟით ჩაატარა. კონკურსში 59 ქვეყნის 358 ავტორის 5357 ფოტო იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ჟიურიმ, რომელშიც ქართველი, უნგრელი და უკრაინელი ფოტოგრაფები შედიოდნენ, 1486 ფოტო შეარჩია, საიდანაც 52 ფოტოს ავტორი დაჯილდოვდა სხვადასხვა პრიზებით.
კონკურსანტებმა ფოტოები 4 სექციაში წარმოადგინეს. თითოეულ სექციაში 13 ჯილდო გაიცა; მათ შორის, FIAP-ის 4 ოქროს მედალი, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციისა და სალონის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს 24 მედალი, საპატიო მოხსენების ჯილდოები და დიპლომები. სალონის საუკეთესო ავტორი (ავსტრალია) FIAP-ის სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა. კატეგორიაში "ხალხი" FIAP ოქროს მედლით გამარჯვებული ქართველი ავტორი მზია ლეკვეიშვილი დაჯილდოვდა.
ღონისძიებაs ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ფოტოგრაფთა გაერთიანების წარმომადგენლები, რომლებსაც სფა-სთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის საპატიო ჯილდო გადაეცათ. ამავე ღონისძიებაზე სფა-ს საკვალიფიკაციო სერთიფიკატი MASTER OF APG გადაეცათ ასოციაციის წევრებს - ილია ჭკადუას, თამარ ბიჭინაშვილს, მიხეილ კირაკოსიანსა და ლევან ლევანიძეს.
Georgian Drag 2016 - "რუსთავი 2"-ს დილის ეთერში (29.11.2016)
Georgian Drag 2016 - "იმედის" ეთერში
Georgian Drag 2016 "პიკის საათის" ეთერში (30.11.2016)
Georgian Drag 2016 - "რუსთავი 2"-ს დილის ეთერში (01.12.2016)
Georgian Drag 2016 - Award Ceremony (30.11.2016)
ა.წ. 30 ნოემბერს, 19 საათზე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ფოტოსალონის Georgian Drag 2016 გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია და ფოტოგამოფენა გაიმართება, რომელზეც ფოტოკონკურსში მონაწილე ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციამ საერთაშორისო ფოტოსალონი Georgian Drag 2016 FIAP-ის (Federation of International Art Photography) პატრონაჟით ჩაატარა. კონკურსში 59 ქვეყნის 358 ავტორის 5357 ფოტო იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ჟიურიმ, რომელშიც ქართველი, უნგრელი და უკრაინელი ფოტოგრაფები შედიოდნენ, 1486 ფოტო შეარჩია, საიდანაც 52 ფოტოს ავტორი დაჯილდოვდა სხვადასხვა პრიზებით. კონკურსანტებმა ფოტოები 4 სექციაში წარმოადგინეს. თითოეულ სექციაში 13 ჯილდო გაიცა; მათ შორის, FIAP-ის 4 ოქროს მედალი, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციისა და სალონის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს 24 მედალი, საპატიო მოხსენების ჯილდოები და დიპლომები. სალონის საუკეთესო ავტორი (ავსტრალია) FIAP-ის სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა. უცხოელებთან ერთად საერთაშორისო ფოტოსალონში ქართველი ფოტოგრაფებიც მონაწილეობდნენ. მათგან მზია ლეკვეიშვილი უმაღლესი ჯილდოთი - FIAP-ის ოქროს მედლით დაჯილდოვდა. მზია ლეკვეიშვილი FIAP-ის პატრონაჟით გამართულ სხვა ქვეყნების ფოტოსალონებშიც მონაწილეობდა და მიღებული აქვს სალონისა და სხვადასხვა ასოციაციების ოქროს მედლები. საუკეთესო და დაჯილდოვებული ავტორების ნამუშევრები ასევე შევა ფოტოსალონის ფარგლებში გამოცემულ ონლაინ კატალოგშიც. საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია საერთაშორისო მხატვრული ფოტოგრაფიის ფედერაციის (FIAP) წევრი ერთი წლის წინ გახდა და მონაწილეობდა აღმოსავლეთ ქვეყნების: უკრაინა, საქართველო, მოლდოვა 2016 წლის რაუნდში, სადაც ქართველმა ფოტოგრაფებმა ოქროსა და ბრინჯაოს ორი მედალი და დიპლომები მოიპოვეს. FIAP ფოტოგრაფიის სფეროში პრეტიჟული და აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც მთელი მსოფლიოს ფოტოგრაფთა ასოციაციები, ფოტოკლუბები, გაერთიანებები არიან გაწევრიანებულნი. FIAP -ის პატრონაჟით გამართულ ფოტოსალონებსა და რაუნდებში მიღებული ჯილდო კი ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის პრესტიჟულია. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ ასოციაციის პორტალზე: www.photographers.ge |