ა.წ. 8-13 ნოემბერს, იზმირში, კარშიაკას მინიციპალიტეტში (თურქეთი) მე-5 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა, რომლის ორგანიზატორი იყო ეგეოსის ფოტოგრაფიისა და კინოს ასოციაცია (EFSA). ფოტოდღეებზე მიწვეულნი იყვნენ, თურქეთის სხვადასხვა რეგიონების, საქართველოს, აზერბაიჯანის, საბერძნეთის ფოტოგრაფთა ასოციაციები, ასევე ირანელი, ხორვატი და თურქი ფოტოგრაფები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო თურქ და უცხოელ ფოტოგრაფთა გამოფენა და ფესტივალის პირველი დღის მოვლენების ამსახველი ფოტოების ელექტრონული პრეზენტაცია.
თითოეული მონაწილის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების პრეზენტაცია საკმაოდ მრავალფეროვანი, განსხვავებული და საინტერესო იყო.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციამ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების გაცნობითი პრეზენტაციის შემდეგ ქართველ ფოტოგრაფთა ნამუშევრების ჩვენება გამართა.
ფესტივალის თითოეული მონაწილე ორგანიზატორებმა სამახსოვრო ჯილდოებით, სერტიფიკატით და სიგელით დააჯილდოვეს. თავის მხრივ, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციამ EFSA-ს წარმომადგენლებს, აჰმეტ სერდარ ტურანს და აჰმეტ იმანჩერს ასოციაციის სახელით სამახსოვრო ჯილდო გადასცა.
დაჯილდოვება
გამოფენა
სლაიდშოუ