მიმდინარე წლის 12 იანვარს ტელეკომპანია "თრიალეთის" ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც სფა-ს ხელმძღვანელებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და როგორც ფოტოგრაფებისთვის, ასევე ფოტომოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო საკითხებს შეეხო.