2015 წლის 15 ოქტომბერს ბაქოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საოჯახო ფოტოალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ფოტოალბომი ევროკავშირის პროექტის ”ყურადღება, გაიღიმეთ!” (SAY CHEESE!) ფარგლებში გამოიცა. პრეზენტაციას საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგნლებიც დაესწრნენ. ასოციაციის თავმჯდომარემ კახა ფხაკაძემ აზერბაიჯანელ კოლეგებს საზეიმოდ გადასცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფოტოგრაფისა და ექსპერტის სერტიფიკატები. მან ასევე ისაუბრა ერთობლივ ქართულ-აზერბაიჯანულ ფოტოპროექტებზე, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.