ა.წ. 25 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში საერთაშორისო ფოტოგამოფენის ”ჩვენ - აღმოსავლეთ პარტნიორობა” საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ექვსი ქვეყნის ყოფა-ცხოვრება: არქიტექტურული ძეგლები, კულტურული ტრადიციები, ლანდშაფტები, ქალაქები, სოფლები და, რა თქმა უნდა, ადამიანები და მათი ფოტოისტორიები.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტონამუშევრების უმეტესობა გასული წლის აგვისტო-ოქტომბერში ექვსივე ქვეყანაში ჩატარებული ფოტოპლენერების დროს შეიქმნა. ფოტოპლენერებში მონაწილეობდნენ ამავე ქვეყნებში ჩატარებული კონკურსების ”ჩემი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში” გამარჯვებული ფოტოგრაფები.
თბილისის გარდა მსგავსი ფოტოგამოფენები კიშინოვში, კიევში, ბაქოში, ერევანსა და მინსკშიც გაიმართა. ფოტოგამოფენები, ისევე როგორც, ფოტოპლენერები და ფოტოკონკურსები ევროკავშირის პროექტის ”ყურადღება, გაიღიმეთ! აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ფოტოალბომი (SAY CHEESE! Eastern Partnership Family Album) ფარგლებში ხორციელდება (პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარნიორობის პროგრამა ”კულტურას” მიერ.
თბილისში გამოფენას დაესწრნენ პროექტის პარტნიორები ბელარუსიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან.
ა.წ. 25 ივნისს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (გრიბოედოვის 22) საერთაშორისო ფოტოგამოფენის ”ჩვენ - აღმოსავლეთ პარტნიორობა” საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ექვსი ქვეყნის ყოფა-ცხოვრება: არქიტექტურული ძეგლები, კულტურული ტრადიციები, ლანდშაფტები, ქალაქები, სოფლები და, რა თქმა უნდა, ადამიანები და მათი ფოტოისტორიები. გამოფენის მიზანია, გავიცნოთ, როგორ ხედავენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების ფოტოგრაფები საქართველოს და როგორია ქართველი ფოტოგრაფების მიერ დანახული აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა და ბელარუსი, მთლიანობაში კი, როგორია აღმოსავლეთ პარტნიორობა, როგორც ერთიანი რეგიონი. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტონამუშევრების უმეტესობა გასული წლის აგვისტო-ოქტომბერში ექვსივე ქვეყანაში ჩატარებული ფოტოპლენერების დროს შეიქმნა. ფოტოპლენერებში მონაწილეობდნენ ამავე ქვეყნებში ჩატარებული კონკურსების ”ჩემი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში” გამარჯვებული ფოტოგრაფები. თბილისის გარდა მსგავსი ფოტოგამოფენები კიშინოვში, კიევში, ბაქოში, ერევანსა და მინსკშიც იმართება. ფოტოგამოფენები, ისევე როგორც, ფოტოპლენერები და ფოტოკონკურსები ევროკავშირის პროექტის ”ყურადღება, გაიღიმეთ! აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთაშორისო ფოტოალბომი (SAY CHEESE! Eastern Partnership Family Album) ფარგლებში ხორციელდება (პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარნიორობის პროგრამა ”კულტურას” მიერ.
თბილისში გამოფენის ”ჩვენ - აღმოსავლეთ პარტნიორობა” გახსნის საზეიმო ცერემონიას ასევე დაესწრებიან პროექტის პარტნიორები ბელარუსიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. |