საქართველოს ფოტოგრაფებო! მოგვიყევით ფოტოგრაფიაში თქვენი წარმატებების შესახებ - ამისთვის სპეციალურად თქვენთვის 25 მაისიდან 25 ივნისამდე მიმდინარეობს ონლაინ-ანკეტირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში. შეგროვილი მოსაზრებები დაეხმარება თითოეული ქვეყნის და მათ შორის საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციას ობიექტურად შეაფასონ ევროკავშირის პროექტის ”ყურადღება, გაიღიმეთ!” შედეგები და თავად ფოტოგრაფების მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვრონ, როგორ განვითარდეს ფოტოგრაფია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ანკეტის კითხვებზე პასუხის გაცემით თქვენ საშუალება გაქვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მიღწევები ფოტოგრაფიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში, მოგვითხროთ, მიიღეთ თუ არა ფასეული ცოდნა და გაიუმჯობესეთ თუ არა პროფესიული უნარ-ჩვევები, მიიღეთ თუ არა ახალი მიწვევები და შეკვეთები, პრესტიჟული საკვალიფიკაციო სერტიფიკატები და ცნობადობის ამაღლება თქვენს ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ აღნიშნოთ პროექტის ”ყურადღება, გაიღიმეთ!” დადებითი და უარყოფითი ასპექტები, ასევე შემოგვთავაზოთ მომავალში მსგავსი ფოტოგრაფიული პროექტების გაუმჯობესების გზები. ასევე, თქვენ საშუალება გაქვთ შეაფასოთ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში რამდენად ეფექტურად მუშაობდა თქვენი ქვეყნის ფოტოგრაფთა ასოციაცია და შესთავაზოთ მას იდეები მომავალი ღონისძიებებისთვის.
თუკი თქვენთვის სულ ერთი არ არის ფოტოგრაფიის განვითარება თქვენს ქვეყანაში და გსურთ ჩატარდეს მრავალი საინტერესო და სასარგებლო ღონისძიება ფოტოგრაფებსითვის, გსურთ იყოთ ამ მოვლენების მონაწილეთა და ორგანიზატორთა შორის, მაშინ აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში.
ანკეტები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ენაზე. თუ გსურთ, ქართულ ენაზე შეავსოთ ანკეტა, გადადით ამ ბმულზე
ანკეტის რუსულ ენაზე შესავსებად კი გადადით ამ ბმულზე
ანკეტის შევსება შესაძლებელია ა.წ. 25 ივნისის ჩათვლით.