ევროკავშირის პროექტის ”ყურადღება, გაიღიმეთ! (“SAY CHEESE!”) ფარგლებში” საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია ფოტომოყვარულებისთვის 25-27 აპრილს თელავში გამართავს ორდღიან სემინარს თემაზე ”თანამედროვე ტექნოლოგიები, ტენდენციები და მეთოდები ფოტოგრაფიაში”.
სემინარის პროგრამა მოიცავს ლექციებს, მასტერკლასებსა და პრაქტიკულ ფოტოსესიებს, ასევე თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით გამოსახულების პოსტდამუშავების პრაქტიკულ სამუშაოებს. სემინარს გაუძღვებიან ქართველი და სომეხი პედაგოგები და პრაქტიკოსი ფოტოგრაფები.
სემინარი დაიწყება 26 აპრილს ქ.თელავში (თავისუფლების მოედანი). პირველ დღეს ლექციებსა და პრაქტიკულ მასტერკლასებს ჩაატარებენ სომეხი ფოტოხელოვანები: არტაშეს მარტიროსიანი და ვიგენ მნოიანი. განიხილება მოდელთან სტუდიური მუშაობის სპეციფიკა და პორტრეტის ჟანრი. გაიმართება პრაქტიკული ფოტოსესიები. სომხეთის ფოტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი სერგეი აკოფიანი კი ფოტოგრაფებისა და კლიენტების ურთიერთობაზე ისაუბრებს.
სემინარის მეორე დღე პიქტორიალურ ფოტოგრაფიას დაეთმობა. ქართველი ფოტოხელოვანები: მზია ლეკვეიშვილი და კახა ფხაკაძე განიხილავენ როგორც მონოკლის, ასევე HDR ტექნოლოგიებს. შესრულდება პრაქტიკული ფოტოსესიები.
სემინარში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა სარეგისტრაციო ფორმის შევსება. განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 20 აპრილი, 18.00. აპლიკაცია უნდა გამოგზავნოთ ემაილზე: info@photographers.ge. შერჩეულ მონაწილეებს პასუხი ეცნობებათ ა.წ. 22 აპრილის 18.00 საათამდე
სემინარში მონაწილეობა უფასოა. ადგილები შეზღუდულია. 15 მონაწილის თბილისიდან თელავში გამგზავრება-დაბრუნება, ღამისთევა (ორი ღამე) და სამჯერადი კვება დაფინანსებულია. რეგიონების მონაწილეთა შერჩევა მოხდება საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის ადმინისტრაციის მიერ სარეგისტრაციო ფორმაში (გრაფა: ”თქვენი მოტივაცია”) მითითებული ინფორმაციის საფუძველზე. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ მონაწილეობის მსურველებს საქართველოს რეგიონებიდან.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენელს, პროექტის კოორდინატორს, ნინო მღებრიშვილს: 591 143185, 2183166, photographers.ge@gmail.com