მიმდინარე წლის 3 აპრილს სფა-ს წევრებისთვის გაიმართება მასტერკლასი თემაზე "ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენება ფოტოგრაფიაში". მასტერკლასზე განიხილება ხელოვნური ინტელექტის ბაზებზე შექმნილი ის პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვან შედეგებს აძლევს ფოტოგრაფებს და დამსახურებულად იკავებს ადგილს ფოტოგრაფიულ ინსტრუმენტებში. შესრულდება პრაქტიკული სამუშაოები და განიხილება კონკრეტული მაგალითები. მასტერკლასს ჩაატარებს სფა-ს გამგეობის თავმჯდომარე, ფოტოგრაფი კახა ფხაკაძე.
მასტერკლასი გაიმართება სფა-ს ოფისში, მისამართზე: თამარაშვილის 15ა. დასაწყისი 15 საათი.