
მიმდინარე წლის 2 ივნისს (შაბათს) საზაფხულო მასტერკლასების სერიის ფარგლებში სფა-ს წევრი ფოტოგრაფებისთვის გაიმართა მასტერკლასი, რომელიც სასაგნე-სარეკლამო ფოტოგრაფიის სპეციფიკას შეეხო. შეხვედრაზე განხილულ იქნა ამ სახის ფოტოგრაფირებისას სარკეთა სისტემის გამოყენების პრაქტიკა და შესაძლებლობები. შესრულდა ქართული ბრენდული პროდუქტის (ჩაის) სარეკლამო ფოტოგრაფირება. საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია მადლობას უხდის შპს "გურიელს" მასტერკლასისთვის საჭირო ბრენდული საიუბილეო პროდუქციის მოწოდებისთვის.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
|
მიმდინარე წლის 2 ივნისს (შაბათს) საზაფხულო მასტერკლასების სერიის ფარგლებში სფა-ს წევრი ფოტოგრაფებისთვის გაიმართება მასტერკლასი, რომელიც სასაგნე-სარეკლამო ფოტოგრაფიის სპეციფიკას შეეხება. მასტერკლასს ჩაატარებს სფა-ს გამგეობის თავმჯდომარე კახა ფხაკაძე. განხილული იქნება ამ სახის ფოტოგრაფირებისას სარკეთა სისტემის გამოყენების პრაქტიკა და შესაძლებლობები. შესრულდება ქართული ბრენდული პროდუქტის (ჩაის) სარეკლამო ფოტოგრაფირება. მასტერკლასი დაიწყება 18 საათზე. მისამართი: თბილისი, ყაზბეგის 3ა. მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 1 ივნისის ჩათვლით განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ფოსტაზე: photographers.ge@gmail.com. გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და მასტერკლასის დასახელება. საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია მადლობას უხდის შპს "გურიელს" მასტერკლასისთვის საჭირო ბრენდული საიუბილეო პროდუქციის მოწოდებისთვის. |