მიმდინარე წლის 17 იანვარს სფა-ს ოფისში სფა-ს წევრი ფოტოგრაფებისთვის ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდისთვის დაგეგმილი მასტერკლასების პროგრამის ფარგლებში პირველი მასტერკლასი გაიმართა თემაზე: ნატურმორტის გადაღების ალტერნატიული ხერხები: სინათლის ფუნჯით და ერთი განათების წყაროთი. მასტერკლასზე ფოტოგრაფებმა შეასრულეს პრაქტიკული ფოტოსესია.
2016 წლის მასტერკლასების პროგრამის ფარგლებში სფა იწყებს მასტერკლასების სერიას ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდისთვის (5 მასტერკლასი სხვადასხვა თემაზე). მიმდინარე წლის 17 იანვარს (კვირას) სფა-ს ოფისში (ჩიქოვანის (ხილიანის) 9/11) 17 საათზე სფა-ს წევრი ფოტოგრაფებისთვის (ფროფესიონალი და მოყვარულის სტატუსი) გაიმართება პირველი მასტერკლასი თემაზე: ნატურმორტის გადაღების ალტერნატიული ხერხები: სინათლის ფუნჯით და ერთი განათების წყაროთი. მასტერკლასი საინტერესო იქნება იმ ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გარდა ნატურმორტისა დაინტერესებულნი არიან საგნობრივი გადაღების სპეციფიკით. მასტერკლასს ჩაატარებს სფა-ს გამგეობის თავმჯდომარე, კახა ფხაკაძე.
მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 15 იანვრამდე განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ფოსტაზე: photographers.ge@gmail.com