დინარე წლის 11 მარტს 2017 წლის საგაზაფხულო მასტერკლასების სერიის ფარგლებში სფა-ს წევრი ფოტოგრაფებისთვის SMILE Studio-ში სფა-ს მორიგი მასტერკლასი გაიმართა, რომელიც საბავშვო ფოტოსტუდიის მუშაობის სპეციფიკას შეეხო. მასტერკლასი ჩაატარა აღნიშნული საბავშვო ფოტოსტუდიის ხელმძღვანელმა, სფა-ს მოქმედმა წევრმა-ფოტოგრაფმა ხათუნა თოდუამ. შეხვედრაზე განხილული იქნა სტუდიის მოწყობისა და კლიენტებთან ურთიერთობის სპეციფიკური საკითხები, ასევე ამ ტიპის გადაღებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები - შუქი, ოპტიკა, აქსესუარები, ფონის ორგანიზაცია და სხვა.ყურადღება დაეთმო ფოტომასალის პოსტდამუშავების საკითხებს, რაზეც ვრცლად ისაუბრა ამავე სტუდიის გრაფიკული დიზაინის სპეციალისტმა, სფა-ს წევრმა მიხეილ ქუთათელაძემ. მასტერკლასზე შესრულდა პრაქტიკული გადაღებები და მიღებული ფოტომასალის ანალიზი.
მიმდინარე წლის 11 მარტს 2017 წლის საგაზაფხულო მასტერკლასების სერიის ფარგლებში სფა-ს წევრი ფოტოგრაფებისთვის (ვისაც არ გააჩნია საწევრო დავალიანება) გაიმართება მასტერკლასი, რომელიც საბაშვო ფოტოსტუდიის მუშაობის სპეციფიკას შეეხება. მასტერკლასს ჩაატარებს მოქმედი საბავშვო ფოტოსტუდიის ხელმძღვანელი და ფოტოგრაფი, სფა -ს მოქმედი წევრი ხათუნა თოდუა. განხილული იქნება როგორც სტუდიის მოწყობისა და კლიენტებთან ურთიერთობის სპეციფიკური საკითხები, ასევე ამ ტიპის გადაღებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები - შუქი, ოპტიკა, აქსესუარები, ფონის ორგანიზაცია და სხვა. მასტერკლასი ჩატარდება "სმაილ სტუდიოს" ფოტოპავილიონში 15 საათზე, მისამართზე: რუსთავი, მეგობრობის გამზირი ("ვეჯინის ასახვევთან"). მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 9 მარტის ჩათვლით განაცხადი უნდა გამოაგზავნონ ფოსტაზე: photographers.ge@gmail.com. გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და მასტერკლასის დასახელება. |