კვლევა ფოტოგრაფიაში


საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია ატარებს სპეციალურ სოციოლოგიურ კვლევას ფოტოგრაფიის თემატიკაზე. კვლევის მიზანია, გამოიკვეთოს ფოტოგრაფიის სფეროში არსებული მდგომარეობა და წარმოჩინდეს ის პრობლემები, რაც დღესდღეობით არსებობს ამ სფეროში. კვლევის შედეგების საფუძველზე სფა-ს მიერ განხორციელდება ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს პრობლემების გადაჭრას და ამ სფეროს განვითარებას. ამდენად, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია ყველა თქვენგანს სთხოვს დაეხმაროს ასოციაციას ამ კვლევაში საკუთარი მონაწილეობით. გთხოვთ შეკითხვებს უპასუხოთ გულწრფელად.

აქვე გთავაზობთ კითხვარს:

1. სახელი, გვარი

2. ასაკი

3. ემაილი

4. რა განათლება გაქვთ მიღებული

5. რა სფეროში საქმიანობთ (სწავლობთ)

6. რამდენი ხანია, დაინტერესდით ფოტოგრაფიით

7. რა ფოტოაპარატურა გაქვთ

8. რომელ ფორმატს იყენებთ: (ფირი, ციფრული, ორივე)

9. თუ მიგიღიათ შემოსავალი ფოტოსაქმიანობით?

10. ფოტოგრაფიის რომელ ჟანრში იღებთ ფოტოებს?

11. რამდენად ერკვევით ფოტოგრაფიის ტექნიკურ და მხატვრულ ასპექტებში (გადაღების ტექნიკა, ფოტოაპარატის რეჟიმები, კომპოზიცია, განათება და ა.შ.)

12. თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია, ფოტოგრაფმა (ფოტომოყვარულმა) იცოდეს ფოტოგრაფიის თეორია (ექსპონომეტრია, კომპოზიცია და ა.შ)

13. სად მიიღეთ განათლება ფოტოგრაფიაში
(ინტერნეტი, პედაგოგი, ლიტერატურა, მასტერკლასები ან დაასახელეთ სხვა)

14. რა საშუალებით ამჯობინებდით განათლების (ინფორმაციის, რჩევების) მიღებას ფოტოგრაფიაში (პედაგოგი, სპეციალიზებული სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, ინტერნეტი ან სხვა)

15. გსურთ ფოტოგრაფიის მეტნაკლებად საფუძვლიანი შესწავლა?
(თუ გსურთ, რატომ-მიუთითეთ მიზეზი, გსურთ ფოტოსაქმიანობა გაიხადოთ შემოსავლის წყაროდ თუ თქვენთვის ეს მხოლოდ ჰობია?)

16. გჭირდებათ თუ არა სპეციალიზებული ლიტერატურა (სახელმძღვანელო) ფოტოგრაფიაში უფრო სრულყოფილად გასარკვევად?

17. როგორი ტიპის სახელმძღვანელო გირჩევნიათ ფოტოგრაფიაში – დაბალი ხარისხის და იაფიანი თუ მაღალპოლიგრაფიული, ფერადილუსტრირებული და შედარებით ძვირი?

18. ფოტოგრაფიის შესახებ ქართულ ენაზე გამოცემულ სახელმძღვანელოში რა თანხას გადაიხდიდით (10-დან 100 ლარამდე დაასახელეთ თანხა)

19. თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა სასწავლო ტელეგადაცემა ფოტოგრაფიაში?

20. ასეთი გადაცემის შემთხვევაში ბლიც მასტერკლასებს ისურვებდით თავისი პრაქტიკული გადაღებების დემონსტრირებით თუ დისკუსიას ფოტოგრაფიის სხვადასხვა თემატიკაზე?

კითხვარი შეგიძლიათ გადმოწეროთ ბმულზე

კითხვარი შეგიძლიათ გადმოწეროთ ბმულზე



გამოკითხვაში მონაწილეებს ელით საინტერესო სურპრიზები. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის.
შევსებული ანკეტა გთხოვთ გამოაგზავნოთ ემაილზე: kitxvari0@gmail.com

ასევე, ანკეტა შეგიძლიათ შეავსოთ აქვე, ქვემოთ მოცემულ ფორმაში: