|
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, ინტერნეტფოტოკლუბი "ფოტოლაიფი" და სტუდია "Photolife Studio" მიმდინარე წლის 15 მაისიდან აცხადებს რეალითი შოუ - ფოტოკონკურსს "ფოტომანი 2010".
ქართული პროექტი ფოტოკონკურსი "ფოტომანი-2010" ინტერნეტ-სივრცეში "რეალითი შოუს" პრინციპით უკვე მესამედ ტარდება კასტინგით არჩეული 20-25 ფოტოგრაფისა და ფოტომოყვარულის მონაწილეობით. კონკურსი ტარდება ეტაპობრივად - ოთხ ტურად და, შესაბამისად, თითოეული ტურის შემდეგ მონაწილეთა რაოდენობა მცირდება. დავალებები მოიცავს ფოტოგადაღებებს. დავალებები სრულდება ფოტოგრაფიის სხვადასხვა ჟანრში და კონკრეტულ დროში, თავსდება სპეციალურ ინტერნეტ-გალერეაში. ფოტონამუშევრებს აფასებენ მხარდამჭერები და ჟიურის წევრები. ასევე, კონკურსანტებს ეძლევათ ინტელექტუალური დავალება - მათთვის უცნობი ავტორის ფოტოს რეცენზიის დაწერა. ყოველ ეტაპზე კონკურსს ტოვებს 7 აუტსაიდერიდან ხუთი. ერთ აუტსაიდერს კი კონკურსში ტოვებს "გადარჩენის ჯგუფი". ჟიურიში შედიან: პორტალის ადმინისტრაცია, სპონსორები და შეფასების უფლების მქონე მომხმარებლები. კონკურსის ხანგრძლივობაა 30-35 დღე. სიახლე: "ფოტომანი 2010" კონკურსის დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდება ფოტოგამოფენასთან ერთად, სადაც გამოიფინება საკონკურსო გალერეაში განთავსებული ფოტონამუშევრებიდან 30-35 საუკეთესო ფოტო. შესაბამისად, ღონისძიება ვრცლად გაშუქდება მასმედიით. გამარჯვებულთათვის დაწესებულია სოლიდური პრიზები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ პორტალზე |
sruli informacia SegiZliaT miiRoT portalze (ixileT temaSi mocemuli bmuli)