საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია (სფა) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიონალური და სამოყვარულო ფოტოგრაფიის სფეროს განვითარება. სფა დაარსდა 2008 წლის ნოემბერში და არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია.
ჩვენი მიზნებია:
•ფოტომოყვარულთათვის და ფოტოგრაფთათვის თეორიული და პრაქტიკული ბაზის ჩამოყალიბება და განვითარება;
•ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის, განვითარების სტარტეგიის შემუშავება;
•საქართველოში ფოტოგრაფიის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და კვლევა გამოკითხვების და ფოტოსერვისებისა და ფოტო ვებ-კლუბების მონიტორინგის საშუალებით;
•ფოტომომსახურების განვითარების ხელშეწყობა რეკომენდაციების საშუალებით;
•ფოტოგრაფიის სფეროში საავტორო უფლებების პრობლემების შესწავლა და კვლევა;
•ფოტოგრაფთათვის და ფოტომოყვარულთათვის მათი უფლებების დაცვაში დახმარება ბროშურების, სემინარების და ექსპერტებთან ერთად დისკუსიების მეშვეობით;
•ფოტოკონკურსების, ფესტივალების, გამოფენების ორგანიზება.
საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირი, არ იღებს არანაირ შეკვეთას ფოტომომსახურებაზე და არ ავრცელებს მას თავის წევრებს შორის.
ასოციაციის ვებ-პორტალის შექმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრინციპია ის, რომ შემკვეთი თავად ირჩევს სფა-ს ვებ-პორტალზე გაწევრებულ ფოტოგრაფს კონკრეტული შეკვეთის შესრულების მიზნით და პირდაპირ უკავშირდება მას, ასოციაციისთვის ყოველგვარი გადასახადის გარეშე.
სფა-ს მისამართი: 0171 თბილისი, ჭიათურის ქ. #17
ტელეფონი: (+995 32) 364605; (+995 91) 143185; (+995 91) 143175
ელ. ფოსტა: info@photographers.ge